სოფელი საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკორწმინდა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: კაჩაეთი, დაბა: ხარისთვალა). მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1180 მ სიმაღლეზე, შაორის წყალსაცავის ჩრდილოეთით. ამბროლაურიდან 16 კილომეტრში. სოფელში არის საჯარო სკოლა [2]
სოფელი | |
---|---|
ნიკორწმინდა | |
ჯაბა ლაბაძის სურათი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნიკორწმინდა |
კოორდინატები | 42°27′43″ ჩ. გ. 43°05′23″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1180 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 498[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 498 ადამიანი.
სოფელმა სახელწოდება მიიღო XI საუკუნეში აქ აგებული ნიკოლაოსწმიდის ეკლესიისაგან. შუა საუკუნეებში ნიკორწმინდა ნიკორწმიდის საეპისკოპოსოს ცენტრი იყო. ამჟამად ნიკორწმინდის ეპარქიის ცენტრია. აღმოსავლეთ საქართველოში ირანის აგრესიის დროს XVII საუკუნეში ერთ ხანს თავს აფარებდა მეფე თეიმურაზ I.
სოფელში დგას XI საუკუნის ნიკორწმინდის ტაძარი. სოფლიდან სამხრეთ დასავლეთით 2 კმ-ზე არის საყინულის მღვიმე. სოფლიდან დასავლეთით 4-5 კილომეტრის დაშორებით არის ჭელიშის უდაბნოს ნამონასტრალი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.