![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ec/PGRS_2_032_Dobrolyubov_-_crop.jpg/640px-PGRS_2_032_Dobrolyubov_-_crop.jpg&w=640&q=50)
ნიკოლოზ დობროლიუბოვი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დობროლიუბოვი (რუს. Никола́й Алекса́ндрович Добролю́бов; დ. 24 იანვარი, 1836, ნიჟნი-ნოვგოროდი, — გ. 17 ნოემბერი, 1861, პეტერბურგი) — რუსი კრიტიკოსი, პუბლიცისტი, პოეტი, რევოლუციონერ-დემოკრატი.
ნიკოლოზ დობროლიუბოვი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 24 იანვარი (5 თებერვალი), 1836[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | ნიჟნი-ნოვგოროდი[2] [1] [3] |
გარდაცვალების თარიღი | 17 (29) ნოემბერი, 1861[4] [1] [2] [3] [5] (25 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] [2] [3] |
დასაფლავებულია | ლიტერატორსკიე-მოსტკი |
ფსევდონიმი | -бов და Н. Лайбов |
საქმიანობა | ლიტერატურული კრიტიკოსი[4] [3] [1] [6] , ჟურნალისტი, პოეტი[1] [6] , მწერალი[7] , ფილოსოფოსი და პუბლიცისტი[1] [6] |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ალმა-მატერი | მთავარი პედაგოგიური ინსტიტუტი |
ხელმოწერა |
![]() |
დაიბადა მღვდილის ოჯახში. ნოვგოროდის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის მთავარ პედაგოგიურ ინსტიტუტში (1853-1857), სადაც ხელმძღვანელობდა არალეგალურ წრეს, უშვებდა ხელნაწერ გაზეთს, წერდა ლეექსებსა და სტატიებს. 1856 წელს დაუახლოვდა ნიკოლოზ ჩერნიშევსკის, შემდეგ — ნიკოლოზ ნეკრასოვს. იმავე წელს დაიწყო თანამშრომლობა ჟურნალ „სოვრემენნიკში“, ხელმძღვანელობდა მის კრიტიკულ-ბიბლიოგრაფიულ განყოფილებას და სატირურ დანართს „სვისტოკს“. ჩერნიშევსკისთან ერთად იყო 60-იანი წლების რევოლუციონერ დემოკრატთა თაობის ლიდერი, უპირისპირდებოდა რუსეთის თვითმპყრობელობას, თავს ესხმობდა გაბატონებულ საზოგადოებრივ წესრიგს, აკრიტიკებდა „წმინდა ხელოვნების“ თეორიებს (მწერლის მიზანს ხალხის სამსახურში ხედავდა). ტუბერკულოზით მძიმედ დაავადებული, გარდაიცვალა 1861 წელს, 25 წლის ასაკში.