![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/a/a7/Nikita_Simonyan_%2528born_12_October_1926%2529_%25E2%2580%2594_Soviet_Union_NFT_Forward_%25281954%25E2%2580%25931958%2529.jpg/640px-Nikita_Simonyan_%2528born_12_October_1926%2529_%25E2%2580%2594_Soviet_Union_NFT_Forward_%25281954%25E2%2580%25931958%2529.jpg&w=640&q=50)
ნიკიტა სიმონიანი
საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი / From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკიტა სიმონიანი (რუს. Ники́та Па́влович Симоня́н; სახელი დაბადებისას — მკრტიჩ პოღოსის ძე სიმონიანი (სომხ. Մկրտիչ Պողոսի Սիմոնյան; რუს. Мкртич Погосович Симонян); დ. 12 ოქტომბერი, 1926, არმავირი, რსფსრ, სსრ კავშირი) — სომეხი, რუსი[2] და საბჭოთა ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი და საფეხბურთო ფუნქციონერი, რუსეთის ფეხბურთის კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა მოსკოვის „კრილია სოვეტოვის“, მოსკოვის „სპარტაკისა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ოთხგზის (1952, 1953, 1956, 1958) ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1950, 1958) მფლობელი მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 1958 წლის შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1954). საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1969).[3][4] რუსეთის ფედერაციის ფიზიკური კულტურის დამსახურებული მუშაკი (2019).
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ნიკიტა პავლეს ძე სიმონიანი | ||
დაბადების თარიღი | 12 ოქტომბერი, 1926 (1926-10-12) (97 წლის) | ||
დაბადების ადგილი | არმავირი, რსფსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 172 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1944–1945 | დინამო სოხუმი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1946–1948 | კრილია სოვეტოვი | 52 | (9) |
1949–1959 | სპარტაკი მოსკოვი | 213[1] | (133) |
ეროვნული ნაკრები | |||
1954–1958 | სსრ კავშირი | 20 | (10) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1960–1965 | სპარტაკი მოსკოვი | ||
1967–1972 | სპარტაკი მოსკოვი | ||
1973–1974 | არარატი ერევანი | ||
1977–1979 | სსრ კავშირი | ||
1980–1981 | ჩერნომორეცი ოდესა | ||
1984–1985 | არარატი ერევანი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3f/Aankomst_Schiphol_Russisch_elftal_sterspeler_Blochin_%28l%29_met_trainer_Simoniayev%2C_Bestanddeelnr_929-3735.jpg/640px-Aankomst_Schiphol_Russisch_elftal_sterspeler_Blochin_%28l%29_met_trainer_Simoniayev%2C_Bestanddeelnr_929-3735.jpg)
მოსკოვის „სპარტაკის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (160 გოლი).[5] რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ორჯერ პირველ ნომრად.[6][7]