ნგორონგორო
From Wikipedia, the free encyclopedia
ნგორონგოროს დაცული ტერიტორია (NCA) — დაცული არეალი და 1979 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ტანზანიაში, ქალაქ არუშადან 180 კმ-ით დასავლეთით, კრატერის მაღლობზე. ტერიტორია იმართება ტანზანიის მთავრობის ორგანოს — ნგორონგოროს დაცული ტერიტორიის სააგენტოს მიერ. მისი საზღვრები მიუყვება ნგორონგოროს რაიონის საზღვრებს. დაცული ტერიტორიის ფარგლებში მდებარეობს ფართო ვულკანური კალდერა — ნგორონგოროს კრატერი.
სწრაფი ფაქტები ნგორონგოროს დაცული ტერიტორია*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ნგორონგოროს დაცული ტერიტორია* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ტანზანია |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, viii, ix, x |
სია | |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 3°12′32″ ს. გ. 35°27′46″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1979 (მე-3 სესია) |
ნომერი | 39 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა