From Wikipedia, the free encyclopedia
ნაუმბურგის საკათედრო ტაძარი (გერმ. Naumburger Dom) — სამნავიანი, ორტრანსეპტიანი და ოთხკოშკიანი საკათედრო ტაძარი საქსონია-ანჰალტის მიწაზე, ქალაქ ნაუმბურგის ისტორიულ ცენტრში, გერმანია.
ნაუმბურგის საკათედრო ტაძარი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გერმანია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii |
სია | |
რეგიონი** | ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა |
კოორდინატები | 51°09′17″ ჩ. გ. 11°48′14″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2018 (42-ე სესია) |
ნომერი | 1470 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1470 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ნაუმბურგის ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1028 წელს და იგი წარმოადგენს შუა საუკუნეების ხელოვნებისა და არქიტექტურის უნიკალურ მტკიცებულებას. ტაძარის შენობა აგებულია რომანულ და გოთიკურ სტილში. იგი არის გვიანი რომანული პერიოდიდან ადრე გოთიკურ პერიოდში გარდამავალი პერიოდის ნათელი მაგალითი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთის ქორო, რომელიც განეკუთვნება XIII საუკუნის პირველ ნახევარს, იგი არქიტექტურისა და ქანდაკების შერწყმის შესანიშნავი ნიმუშია. დასავლეთი ქორო და ტაძრის დამაარსებლის, გრაფინია უტა ბალენშტედტელის (იგივე უტა ნაუმბურგელის), ქანდაკება წარმოადგენს სამხატვრო სკოლის შედევრს, რომელიც ცნობილია როგორც „ნაუმბურგელი ხელოსნების“ სახელით.
ტაძრის ქვის რელიეფებზე გამოსახულია ბიბლიის სცენები.
2018 წელს ნაუმბურგის საკათედრი ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანეს[1].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.