From Wikipedia, the free encyclopedia
ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევა (ფრანგ. The Coronation of Napoleon). 1807 წელს შეიქმნა ჟაკ-ლუი დავიდის სურათი "ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევა", ეს ნახატი ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომია დავიდის შემოქმედებაში. ეს ისტორიული მოვლენა გამოსახავს ნაპოლეონ ბონაპარტის იმპერატორად კურთხევას. ამ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა რომის პაპი პიუს VII. როდესაც საზეიმო მომენტში პაპმა ასწია დიდი საიმპერატორო გვირგვინი, რათა იმპერატორისთვის თავზე დაედგა, ისევე როგორც ათი საუკუნის წინ პიუს VII-ის წინამორბედმა დაადგა გვირგვინი კარლოს დიდს, ნაპოლეონმა უეცრად გამოსტაცა ეს გვირგვინი პაპს და თვითონ დაიდგა თავზე. ამის შემდეგ დედოფალმა ჟოზეფინამაც დაიჩოქა იმპერატორის წინაშე და ნაპოლეონმა მას დაადგა მომცრო ზომის გვირგვინი.
ეს ჟესტი საკმაოდ ღრმააზროვანი იყო. ნაპოლეონს არ სურდა, რომ პაპის დალოცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა მისცემოდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.