From Wikipedia, the free encyclopedia
ხურშიდბანუ (ლიტერატურული ფსევდონიმი ნათავანი, აზერ. Xurşidbanu Natəvan; დ. 6 აგვისტო, 1832, შუშა — გ. 2 ოქტომბერი, 1897, იქვე), იგი ასევე ცნობილია როგორც „ხანკიზი“[1] (ხანის ქალიშვილი) — აზერბაიჯანელი პოეტი ქალი, ყარაბაღის სახანოს უკანასკნელი ხანის მეჰთიკული ხანის ქალიშვილი, იბრაჰიმ ხალილ ხანის შვილიშვილი.
ნათავან ხურშიდბანუ აზერ. Xurşidbanu Natəvan | |
---|---|
აზერ. Xurşidbanu Natəvan | |
დაბადების თარიღი | 6 აგვისტო, 1832 |
დაბადების ადგილი | შუშა |
გარდაცვალების თარიღი | 2 ოქტომბერი 1897 (65 წელი) |
გარდაცვალების ადგილი | შუშა, ელიზავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
დასაფლავებულია | Imarat cemetery |
ფსევდონიმი | ნათავანი |
საქმიანობა | პოეტი |
ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
შვილ(ებ)ი | Mehdigulu Khan Vafa, Mir Hasan Ağa Mir და Khanbika Khanum |
ნათესავ(ებ)ი | Ughurlu Khan |
ნათავან ხურშიდბანუ დაიბადა 1832 წელს ქალაქ შუშაში ყარაბაღის სახანოს უკანასკნელი ხანის გენერალ-მაიორის მეჰთი კული ხან ყარაბაღელის ოჯახში, იბრაჰიმ ხალილ ხანის და განჯის უკანასკნელი ხანის ჯავად ხანის შვილიშვილი — ბიადირჯახან- ბეიმის მხრიდან (1802–1863). ნათავანმა მიიღო განათლება ოჯახში, შეისწავლა აღმოსავლური ენები, შეისწავლა ფირდოუსის, ნიზამის, საადის, ხაფიზის, ნავოის, ფიზულის და სხვების კლასიკური ნაწარმოებები. მოგზაურობდა დაღესტანში, ნამყოფია ტიფლისში, ბაქოში. 1858 წელს ბაქოში შეხვდა ალექსანდრე დიუმას, აჩუქა მას თავისი ხელნაწერები. დიუმამ კი პოეტესას აჩუქა ჭადრაკი დახვეწილი ფიგურებით.[2][3]
1872 წელს მან შუშაში ჩამოაყალიბა ლიტერატურული წრე „მეჯლისი-უნსი“, რომელსაც ჰქონდა მხატვრული კავშირები ანალოგიურ წრეებთან აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში. მეჯლისს გააჩნდა კონფესიონალური მიზნები, მაგრამ რელიგიური შემოქმედების გარდა აქ ასწავლიდნენ მუღამს[4].
ნათავანის დროს შუშაში აშენდა სასახლე, მეჩეთი, სავაჭრო სახლები, თეატრი, ზაფხულისა და ზამთრის კლუბები, ასევე სასწავლებლები. 1872 წელს მისი ბრძანებით გაიყვანეს წყლით მომარაგების ხაზი შუშიდან სარიბაბამდე. მოცემული წყალსაცავი ცნობილია, როგორც „ხანის ქალიშვილის წყალი“[5].
ხურშიდბანუ ნათავანი გარდაიცვალა 1897 წლის 2 ოქტომბერს შუშაში. იგი დამარხეს აღდამში, „იმარეთის“ სასაფლაოზე.
პირველად გათხოვდა გენერალ-მაიორ ჰასან-ხან უმციევზე. ამ ქორწინებიდან მას ორი შვილი ჰყავდა - ვაჟი მეჰდი ყულუ ხანი და ქალიშვილი ხან-ბიკე. სალმან მუმთაზის მიხედვით ეს ქორწინება იყო კავკასიის მეფის ნაცვლის მიხეილ ვორონცოვის პოლიტიკური სვლა[6].
მეორედ გათხოვდა შუშის მაცხოვრებელზე სეიდ ჰუსეინ აღამიროვზე. ამ ქორწინებიდან მას ჰყავდა ხუთი შვილი - სამი ვაჟი: მირ აბას-აღა, მირ ჰასან-აღა და მირ ჯაფარ - აღა, ასევე ორი ქალიშვილი - სარა-ბეგუმი და ჰაჯარ-ბიკე[6].
ნათავანი წერდა როგორც აზერბაიჯანულ, ისე სპარსულ ენაზე. მას რამდენიმე გაზელი აქვს დაწერილი სპარსულად. აზერბაიჯანულ ენაზე დაწერილი 13 ლექსია შემონახული[7].
ნათავანმა დაიწყო საკუთარი შემოქმედება 1850 წელს. დაწერილი ლექსები ფსევდონიმით „ხურშიდ“ ძალიან ცოტა შემოინახა. 1870 წლდან აიღო ფსევდონიმი „ნათავანი“. აღსანიშნავია, რომ საკუთარ ლექსებს წერდა იშვიათი აღმოსავლური ხელწერით - ნასტალიკ-შიქასთეთი. მისი ლექსები 4 ნაწილად იყოფოდა: სასიყვარულო ლექსები, ლექსები რომლებიც ბუნების სილამაზეს ეძღვნება, რითმები, რომლებიც დაუწერა თანამედროვეებსა და სევდიანი ლექსები. სევდიანი ლექსების უმეტესობა ეძღვნება პოეტის გარდაცვლილ ვაჟს[8].
აღდამში, სადაც განსვენებულია ხურშიდბანუ დამონტაჟებულია ძეგლი. 1960 წელს ბაქოს ცენტრში დადგეს პოეტი ქალის ძეგლი, რომლის სკულპტორი ომარ ელდაროვია. შუშაში იდგა ნათავანის ძეგლი, თუმცა ყარაბაღში მომხდარი საომარი მოქმედებების შემდეგ რამდენიმე ძეგლი, მათ შორის ხურშიდბანუ ნათავანის, საქართველოში ჩამოიტანეს და უკვე აქედან აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადაეცა. დღესდღეობით ხურშიდბანუს ბიუსტი დგას ბაქოს ხელოვნების მუზეუმში[9].
2016 წელს ნათავანის ძეგლი დაამონტაჟს ბელგიის ქალაქ ვატერლოოს ცენტრალურ პარკში[10]. 2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში გახსნეს პოეტის ძეგლი[11].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.