![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/14/GEO-MM-MTS.svg/langka-640px-GEO-MM-MTS.svg.png&w=640&q=50)
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების სია
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლები / From Wikipedia, the free encyclopedia
მცხეთის მუნიციპალიტეტი შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[1] მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/14/GEO-MM-MTS.svg/640px-GEO-MM-MTS.svg.png)
მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.[2]
მცხეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 დაბა, 16 ტერიტორიული ორგანო და 64 სოფელი (მათ შორის 4 ნასოფლარია). მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან აღდგომლიანთკარის, გალავნის, ვაზიანის, ლისის, მისაქციელის, მუხრანის, ნიჩბისის, საგურამოს, ქსნის, ქსოვრისის, ციხისძირის, ცხვარიჭამიის, ძალისის, ძეგვის, წეროვანისა და წილკანის ადმინისტრაციულ ერთეულებში.[3]
მცხეთის მუნიციპალიტეტის ფართობია 592,8 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 47 711 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 80,5 კაცი.[3] მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი მცხეთა. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის წეროვანი (8 191 ადამიანი), მცხეთიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი კევლიანი (40 კმ.).