From Wikipedia, the free encyclopedia
მუსლიმ მაჰამედ-ოღლუ მაგომაევი (აზერ. Müslüm Məhəmməd oğlu Maqomayev; დ. 17 აგვისტო, 1942, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, საბჭოთა კავშირი — დ. 25 ოქტომბერი, 2005, მოსკოვი, რუსეთი) — აზერბაიჯანელი მომღერალი, ბარიტონი. ვოკალური ნიჭისა და ქარიზმის გამო მან დიდ პოპულარობას მიღწია პორტ-საბჭოთა ქვეყნებში.[1]
მუსლიმ მაგომაევი | |
---|---|
მუსლიმ მაჰამად ოღლუ მაგომაევი | |
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 17 აგვისტო, 1942 |
დაბ. ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, საბჭოთა კავშირი |
გარდ. თარიღი | 25 ოქტომბერი, 2005 |
გარდ. ადგილი | მოსკოვი, რუსეთი |
დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-მუსიკა, ოპერა |
საქმიანობა | მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი |
ხელმოწერა | |
საიტი | magomaev.info |
მუსლიმ მაგომაევი ვიკისაწყობში |
მუსულმან მაგომაევი წარმოადგენდა აზერბაიჯანის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ მხატვრულ დინასტიას (მაგომაევებს). მისი ბაბუა მუსლიმ მაგომაევი (1985-1937), ცნობილი აზერბაიჯანული კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეკოვის მეგობარი და თანატოლი, იყო თანამედროვე აზერბაიჯანული კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი მამა — მაჰამად მაგომაევი, რომელიც საბჭოთა კავშირის ჯარში ჯარისკაცად მუშაობის დროს, მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებამდე ორი დღით ადრე გარდაიცვალა, იყო ნიჭიერი სცენის დიზაინერი. მისი დედამ, აიშეტ კინძალოვამ (პროფესიით მსახიობი) მუსლიმ მაგომაევი ბებიასთან მიატოვა; აღნიშნულ დროს იგი ასაკით ერთი წლისაც არ იყო იყო.[2] მუსიკოს მაგომაევის მამა შერეული წარმოშობის იყო: ის და მისი მშობლები აზერბაიჯანში ჩეჩნეთიდან და საქართველოდან გადმოვიდნენ; ხოლო დედა წარმოშობით თურქი, ადიღელი და რუსი იყო.[3] თუმცა, როდესაც მას ეთნიკურობის შესახებ კითხვა დაუსვეს, იგი თავს აზერბაიჯანელად თვლიდა.
დედის მიერ მიტოვებული მაგომაევი, მამის გარდაცვალების შემდეგ, ბებიამ (მამის მხრიდან) აღზარდა. მან ბავშვობაში ფორტეპიანოს დაკვრა ისწავლა და 14 წლის ასაკში დაიწყო ხმის სავარჯიშოების კეთება. როგორც მოზარდი, იგი დაინტერესდა იტალიური სიმღერებით, ამერიკული ჯაზით და პოპულარული მუსიკის სხვა სტილით.
მუსლიმ მაგომედოვი 19 წლის ასაკში დაქორწინდა, მაგრამ ეს ქორწინება ერთი წელიც არ გაგრძელდა.[2] პირველი ქორწინებისას შეძენილი ქალიშვილი, სახელად მარინა,[4] ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.[2] მოგვიანებით მაგომაევი ოპერის მომღერალ თამარა სინიავსკაიზე დაქორწინდა.[2]
2000-იანი წლების დასაწყისში მაგომიევმა ოფიციალურად შეწყვიტა მუსიკალური კარიერა და ამ პირიოდის შემდეგ, მეუღლესთან ერთად, მხოლოდ რამდენიმე მუსიკალური სპეკტაკლი გამართა. იგი გარდაიცვალა 2008 წლის 25 ოქტომბერს, მოსკოვში, საკუთარ ბინაში გულის შეტევით.[5][6] იგი დაკრძალეს ღირსების ხეივანში, მშობლიურ ქალაქ ბაქოში, ბაბუის გვერდით, 29 ოქტომბერს.[7][8] მას დაკრძალვის ცერემონიალს ესწრებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მაგომოევის ქვრივი თამარა სინიავსკაია, მისი ქალიშვილი მარინა, ასევე სახელმწიფო მოხელეები და საერთაშორისო დელეგაციები. ათასობი ადამიანი მოვიდა, რათა მომჭერლისთვის საბოლოოდ მიეგოთ პატივი.[9]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.