![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9b/Muslim_Gypsies_from_Bosnia%252C_illustration%252C_1901.jpg/640px-Muslim_Gypsies_from_Bosnia%252C_illustration%252C_1901.jpg&w=640&q=50)
მუსლიმი ბოშები
From Wikipedia, the free encyclopedia
მუსლიმი ბოშები (ხორახანე, მილეთი, თურქი ბოშები, აშკალი, ყირიმელი ბოშები და სხვ.)[1] — ბოშათა ეთნოგრაფიული ჯგუფების ერთობლიობა, რომლებიც ისლამს აღიარებენ. პირველი ბოშები ევროპაში მე-11-მე-15 საუკუნეებში გამოჩნდნენ მცირე აზიის ნახევარკუნძულის (ანატოლია) გავლით. ბოშური ენის ლინგვისტური ანალიზი საშუალებას საშუალებას იძლევა დასკვნა გაკეთდეს, რომ პირველი ევროპელი ხალხები, რომლებთანაც ბოშებს შეხება ჰქონდათ, იყვნენ ბიზანტიის იმპერიის ბერძნები, კერძოდ, მისი აზიური ნაწილის მკვიდრნი. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ეს პერიოდი მართლმადიდებლური ბიზანტიის თანდათანობითი დაცემის, დაშლის და მისი მომთაბარე თურქული ტომების მიერ ხელში ჩაგდების დროა, რომლებმაც ისლამი მიიღეს და შემდგომ შექმნეს ოსმალეთის იმპერია. ბოშები ჩვეულებრივ გადადიოდნენ მასპინძელი ქვეყნის ძირითად რელიგიაზე, ბალკანეთის ბოშების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, ფორმალურად თუ არაფორმალურად შუა საუკუნეებში მიიღო ისლამი. დიდწილად, ბოშების ისლამზე აქტიურ გადასვლას ხელი შეუწყო თურქების შედარებით ტოლერანტობამ ბოშათა ცხოვრების წესის მიმართ, რადგან თავად პირველი თურქული ტომები (ერიუკები) მისდევდნენ მომთაბარე ცხოვრების წესს. ეს განსაკუთრებით ეხებოდა ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილის მაცხოვრებლებს. ცენტრალური აზიაში მცხოვრები ლიული ბოშები ასევე აღიარებენ ისლამს.[2][3]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9b/Muslim_Gypsies_from_Bosnia%2C_illustration%2C_1901.jpg/320px-Muslim_Gypsies_from_Bosnia%2C_illustration%2C_1901.jpg)