From Wikipedia, the free encyclopedia
მუსა ტრაორე (ფრანგ. Moussa Traoré; დ. 25 სექტემბერი, 1936, კაესი, მალი — გ. 15 სექტემბერი, 2020, ბამაკო)[1] — მალელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. მალის პრეზიდენტი 1968-1991 წლებში.
მუსა ტრაორე | |
მალის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ნოემბერი, 1968 – 26 მარტი, 1991 | |
წინამორბედი | მოდიბო კეიტა |
მემკვიდრე | ამადუ ტუმანი ტურე |
დაბადებული | 25 სექტემბერი, 1936 კაესი, მალი |
გარდაცვლილი | 15 სექტემბერი, 2020 (83 წლის) ბამაკო, მალი |
პოლიტიკური პარტია | მდსკ |
მეუღლე | მარიამ ტრაორე |
რელიგია | ისლამი |
მუსა ტრაორე დაიბადა დასავლეთ მალის ქალაქ კაესში, საფრანგეთის არმიის მოსამსახურის ოჯახში. მიეკუთვნება მალინკეს ეთნიკურ ჯგუფს[2]. 1960 წელს დაამთავრა ფრეჟიუსის სამხედრო სკოლა (საფრანგეთი). მალის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო სამხედრო კარიერა.
1968 წლის 19 ნოემბერს დაამხო მოდიბო კეიტა.
1990 ელს ქვეყანაში დაიწყო მასობრივი სახალხო გამოსვლები მუსა ტრაორეს რეჟიმის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა მისი ხელისუფლებიდან ცამოშორება და დაპატიმრება. 1992 წელს სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, მაგრამ პრეზიდენტმა ალფა უმარ კონარემ განაჩენი შეუცვალა სამუდამო პატიმრობით. 1999 წელს სასამართლომ კვლავ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მაგრამ ალფა უმარ კონარემ კვლავ შეცვალა განაჩენი სამუდამო პატიმრობით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.