From Wikipedia, the free encyclopedia
მურად IV, ბაღდადის დამპყრობელი მურადი ან სისხლიანი მურადი (ოსმ. مراد رابع - Murâd-ı râbi‘, თურქ. Dördüncü Murat; დ. 27 ივლისი, 1612 — გ. 8 თებერვალი, 1640) — ოსმალეთის იმპერიის მე-17 სულთანი. ქვეყანას მართავდა 1623-1640 წლებში. ცნობილი იყო როგორც ავტორიტეტითა და დასჯის სასტიკი მეთოდებით. იგი კონსტანტინოპოლში დაიბადა, მამამისი იყო აჰმედ I ხოლო დედა წარმოშობით ბერძენი[1][2][3], ვალიდე ქიოსემ სულთანი. მურადი სახელმწიფოს სათავეში, 11 წლის ასაკში ჩაუდგა 1623 წელს , როდესაც თავისი ბიძა- მუსტაფა I მისი დედის, ქიოსემ სულთნის მომხრე იანიჩრებმა ჩამოაგდეს ტახტიდან. ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების გამო დასავლეთ ანატოლიაში, ბაღდადში, ლიბანში, ყირიმსა და იემენში აჯანყებები დაიწყო. ხელსაყრელი მომენტით ისარგებლა სპარსეთის შაჰმა,აბას I-მა და არაბული ერაყი და ბაღდადი დაიპყრო (1624).
მურად IV | |
---|---|
مراد رابع | |
ოსმალეთის მე-17 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 სექტემბერი, 1623 |
მმართ. დასასრული: | 8 თებერვალი, 1640 |
წინამორბედი: | მუსტაფა I |
მემკვიდრე: | იბრაჰიმ I |
სხვა წოდებები: | ისლამის ხალიფა |
რეგენტი: |
ქიოსემ სულთანი (1623 – 1632) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 ივლისი, 1612 |
დაბ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 8 თებერვალი, 1640 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: | აიშე ჰასეკი სულთანი, სანევბერ სულთანი, შემსიშაჰ სულთანი, მაჰზიბა სულთანი, ჰურიჩეჰრე სულთანი. |
შვილები: |
აჰმედი, ნუმანი, ორჰანი, ჰასანი, სულეიმანი, მეჰმედი, ოსმანი, ალაედდინი, სელიმი, აბდულჰამიდი, მაჰმუდი, ბაიაზიდი ესმეჰანი, გევჰერჰანი, ჰანზადე, ქაია, ჰაფსა, საფიე, ზეინეფი, გულბაჰარი, ფატმა, რაბია, რუქიე |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | აჰმედ I |
დედა: | ქიოსემ სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
მურადი 1612 წელს დაიბადა. თერთმეტი წლის განმავლობაში იზოლირებული იყო თოფქაფის სასახლეში. სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია მომავალი სულთნის ძალიან სასტიკ ადამიანად ქცევა. ტახტზე ავიდა 1623 წელს, როცა იანიჩრების აჯანყების შედეგად, ტახტიდან მისი ბიძა, მუსტაფა I ჩამოაგდეს. მურადის მეფობის ადრეულ წლებში, იგი მისი ნათესავების კონტროლქვეშ იმყოფებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში მშვიდობა და ჰარმონია მთლიანად გაქრა ოსმალეთის მიწებზე და ამ ქალაქებზე კონტროლი ტირანებმა დაიწყეს. მისი აბსოლუტური მმართველობა 1632 წელს დაიწყო, როდესაც ავტორიტეტი მოიპოვა და ტირანები სიკვდილით დასაჯა, ამის შემდეგ მან აღიდგინა სულთნის სტატუსი.
მურად მეოთხე დიდი ხნის განმავლობაში მისი ნათესავების კონტროლქვეშ იყო და ამ წლების განმავლობაში იმპერიას მისი დედა, ქიოსემ სულთანი მართავდა. იმპერია ანარქიაში ჩავარდა; 1632 წელს იანიჩრები სასახლეში შეიჭრნენ და მოკლეს დიდი ვეზირი, ჰაფიზ აჰმედ-ფაშა სხვებთან ერთად. მურად IV-ს ეშინოდა, რომ მისი უფროსი ძმის,ოსმან II-ს ბედს გაიზიარებდა და გადაწყვიტა რომ დათმობაზე წასულიყო. 16 წლის ასაკში,1628 წელს, მისი სიძე (მისი დის, ფატმა სულთნის ქმარი) და ეგვიპტის მმართველი ქარა მუსტაფა ფაშა სიკვდილით დასაჯა „ღვთის კანონწინააღმდეგ საქმეებში შემჩნევისთვის“.[4]
1632 წლიდან მურადმა შეძლო დედის მფარველობისგან თავის დაღწევა და ნელ-ნელა მოახერხა იმპერიაზე კონტროლის აღდგენა, უკიდურესად სასტიკი მეთოდებით. მისი პირადი მითითებით სხვადასხვა მონაცემებით 25 ათასამდე ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, მათ შორის მისი ძმებიც. აგრეთვე, მურად IV ერთადერთი სულთანი იყო, რომელმაც დაარღვია ისლამის კანონები და სიკვდილით დასაჯა შეიჰულისლამ აჰიზადე ჰუსეინ ეფენდი.[5] მურადი შეეცადა ჩაეხშო ის წინააღმდეგობები, რომელიც მისი წინამორბედი სულთნების მართველობის პერიოდში წარმოიშვა. ის ცდილობდა კორუფციის აღმოფხვრას. მურად მეოთხემ ასევე აკრძალა ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო და ყავა კონსტანტინოპოლში, ასევე სიკვდილით დასაჯა ამ კანონის ყველა დამრღვევი[6]. მან დააწესაა ასევე სტამბოლში ღამის კონტროლი, ერთგვარი „პოლიცია“ შექმნა. თუკი პოლიცია ქუჩაში ბოროტმოქმედს შეამჩნევდა,შეეძლო საკუთარი ხელით დაესაჯა იგი. მიუხედავად იმისა რომ მან სასმელი აკრძალა, სმა მისი ერთგვარი ჩვევა იყო.[7][8]
1634 წელს მურადმა განაახლა ირან-ოსმალეთის ომი. ამ ომის მიმდინარეობისას, ოსმალეთის არმიამ დაიპყრო აზერბაიჯანი, დაიკავა თავრიზი, ჰამადანი. 1638 წელს ოსმალებმა სპარსელთაგან ბაღდადის გაწმენდა მოახერხეს. ამ კამპანიის დროს არმიას სათავეში თავად მურად IV ედგა. ქალაქმა ოსმალთა შემოტევებს 40 დღის განმავლობაში გაუძლო, თუმცა საბოლოოდ, იძულებულნი გახდნენ, დანებებულიყვნენ. ოსმალები უმოწყალოდ გაუსწორდნენ ქალაქს, მიუხედავად იმისა, რომ ალყის დროს პირდებოდნენ, რომ ასე არ მოიქცეოდნენ. თავადი მურადი კი სიამოვნებით შესცქეროდა ამ სანახაობას. ცნობილია მისი გამონათქვამი ქალაქის დაცემის შემდეგ: „ბაღდადის დაპყრობისთვის ბრძოლა ბევრად უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე თავად ბაღდადი.“[9] ბაღდადის დაბრუნება უმთავრესი წარმატებაა მურად IV-ის მმართველობის პერიოდში.
ბაღდადის დაცემამ ირანი აიძულა, ზავი ეთხოვა. 1639 წლის 17 მაისს დადებული ქასრ-ი-შირინის, ანუ ზუჰაბის შეთანხმებით, დასავლეთ სომხეთი და დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის ხელში გადავიდა.[10] იმპერიის მფლობელობაში დარჩა ბაღდადი და არაბული ერაყი. ამ ზავმა მურადს უფრო მეტად მოახვეჭინა წარმატება და ძლიერ ავტორიტეტად აქცია ოსმალეთის იმპერიაში.
მურად მეოთხე უკანასკნელი მეომარი სულთანი იყო, რომელიც ლაშქრობას ხელმძღვანელობდა და ჯარისკაცებთან ერთად ბრძოლის ველზე იმყოფებოდა. ის აგრეთვე სულეიმან დიდებულის შთამომავალ სულთანთაგან ერთადერთი იყო თავის უფროს ძმასთან, ოსმანთან ერთად, რომელიც ლაშქრობაში წავიდა. მისი ფიზიკური სიძლიერი ფენომენალური იყო, რომელიც დეტალურად აქვს აღწერილი ევლია ჩელების. იგი განსაკუთრებით ცნობილი იყო ჭიდაობით - რამდენიმე მოწინააღმდეგეს ერთდროულად ეჯიბრებოდა. მისი საყვარელი იარაღი იყო მშვილდი და დაშნის მაგვარი ხმალი (რომელიც 50 კილოგრამს იწონიდა)[11]. დღეს მისი საყვარელი იარაღების კოლექცია ინახება თოფქაფის სასახლის მუზეუმში.
მურად მეოთხემ აქცენტი გააკეთა არქიტექტურაზეც და მის პერიოდში ბევრი მონუმენტი აღიმართა. ზოგიერთი მათგანია მეიდანის მეჩეთი, ბაირამ ფაშა დერვიშის ლოჟა, საფლავი, ფანტანი, დაწყებითი სკოლა, კონიის მეჩეთი.
მურად IV თავად გახდა მსხვერპლი მის მიერვე სტამბოლში აკრძალული ალკოჰოლური სასმელისა. გარდაიცვალა ციროზისგან 27 წლის ასაკში 1640 წელს.[12] ბოლო დროს გავრცელდა მოსაზრება რომ სიკვდილის წინ, მურად მეოთხემ ბრძანა მისი უნარშეზღუდული ძმის- იბრაჰიმის მოკვლა. მას სურდა ოსმალეთის საიმპერატორო ტახტი ყირიმის ხანისთვის დაეტოვებინა, ეს კი ოსმალეთის იმპერიის მმართველთა დინასტიის დასასრული იქნებოდა, თუმცა ბრძანება არ აღსრულებულა.[13]
რაბია სულთანი (1636 - 1639), ჰურიჩეჰრე სულთნისგან.
2015 წელს დაწყებულ თურქულ ისტორიულ სერიალში დიდებული საუკუნე: ქიოსემი მურად IV-ის როლს ასრულებს ჩაღან ეფე აქი (როგორც შეჰზადე მურადი) და მეთინ აქდულგერი (როგორც სულთანი მურადი).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.