მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (ინგლ. World Economic Forum, WEF; 1971 წ.-დან 1986 წ.-მდე მენეჯმენტის ევროპული ფორუმი, ინგლ. European Management Forum[1]) — საერთაშორისო არასამთავრობო და ლობისტური[2] ორგანიზაცია. დაარსდა 1971 წლის 24 იანვარს გერმანელი ინჟინერისა და ეკონომისტის კლაუს შვაბის მიერ შვეიცარიაში, ჟენევის კანტონ კოლონიში.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი | |
---|---|
ინგლ. World Economic Forum | |
ოფიციალური ლოგო | |
შტაბ-ბინა კოლონში, შვეიცარია | |
დევიზი | Committed to improving the state of the world |
აბრევიატურა | WEF |
შეიქმნა | იანვარი, 1971; 53 წლის წინ (1971-01) |
სტატუსი | ფონდი |
ტიპი | საერთაშორისო არასამთავრობო და ლობისტური ორგანიზაცია |
შტაბ-ბინა | კოლონი, შვეიცარია |
ენა | ინგლისური |
დამფუძნებელი (-ები) | Klaus Schwab |
ქვეყანა | შვეიცარია |
ყოფილი სახელი | მენეჯმენტის ევროპული ფორუმი |
კავშირები | Coalition for Epidemic Preparedness Innovations |
p856 |
ორგანიზაცია ცნობილია შეხვედრებით შვეცარიის კურორტ დავოსში, სადაც ყოველწლიურად იკრიბება მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ელიტა. ფორუმის ხშირ სტუმრებს შორის ასევე არიან: ჯორჯ სოროსი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და U2-ს სოლისტი მომღერალი ბონო.[3]
ფორუმი გვთავაზობს გლობალიზებულ სამყაროს, რომელიც საუკეთესოდ იმართება ტრანსნაციონალური კორპორაციების, მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ შერჩეული კოალიციის მიერ,[4] რაც გამოიხატება ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა „დიდი გადატვირთვა“[5] და „გლობალური გარდაქმნა“.[6][7] ფორუმი გლობალური არასტაბილურობის პერიოდებს — როგორიცაა 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისი და COVID-19 პანდემია — მიიჩნევს პროგრამული ძალისხმევის გაძლიერების შესაძლებლობად.[8]
1991 წლის შემდეგ პირველად 2022 წლის ფორუმი რუსეთის დელეგაციის გამოკლებით ჩატარდა, რაც The Wall Street Journal-მა აღწერა როგორც „გლობალიზაციის დასასრულის“ ნიშანი.[9]
წელი | თარიღი | თემა |
---|---|---|
1988 | მსოფლიო ეკონომიკის ახალი მდგომარეობა | |
1989 | ძირითადი მოვლენები 90–იან წლებში: შედეგები გლობალურ ბიზნესზე | |
1990 | კონკურენტული თანამშრომლობა ტურბულენტობის ათწლეულში | |
1991 | ახალი მიმართულება გლობალური ლიდერობისთვის | |
1992 | გლობალური თანამშრომლობა და მეგაკონკურენცია | |
1993 | ყველა ძალის გაერთიანება გლობალური აღდგენისთვის | |
1994 | მსოფლიო ეკონომიკის ძირითადი დაშვებების ხელახალი განსაზღვრა | |
1995 | ლიდერობა ზრდის მიღმა გამოწვევებისთვის | |
1996 | გლობალიზაციის შენარჩუნება | |
1997 | ქსელური საზოგადოების აგება | |
1998 | არასტაბილურობისა და პრიორიტეტების მართვა XXI საუკუნისთვის | |
1999 | პასუხისმგებელი გლობალურობა: გლობალიზაციის გავლენის მართვა | |
2000 | ახალი დასაწყისი: ცვლილებების შეტანა | |
2001 | 25–30 იანვარი | ზრდის შენარჩუნება და განხეთქილების გადალახვა: ჩარჩო ჩვენი გლობალური მომავლისთვის |
2002 | 31 იანვარი – 4 თებერვალი | ლიდერობა მყიფე დროში (იმართება ნიუ-იორკში დავოსის ნაცვლად) |
2003 | 21–25 იანვარი | ნდობის აშენება |
2004 | 21–25 იანვარი | პარტნიორობა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის |
2005 | 26–30 იანვარი | პასუხისმგებლობის აღება რთულ არჩევანზე |
2006 | 25–29 იანვარი | შემოქმედებითი იმპერატივი[10] |
2007 | 24–28 იანვარი | გლობალური დღის წესრიგის ფორმირება, ძალაუფლების ცვლის განტოლება |
2008 | 23–27 იანვარი | თანამშრომლობითი ინოვაციის ძალა |
2009 | 28 იანვარი – 1 თებერვალი | პოსტკრიზისული სამყაროს ჩამოყალიბება |
2010 | 27–30 იანვარი | გააუმჯობესე მსოფლიოს მდგომარეობა: გადახედე, გარდაქმენი, აღადგინე |
2011 | 26–30 იანვარი | საერთო ნორმები ახალი რეალობისთვის |
2012 | 25–29 იანვარი | დიდი ტრანსფორმაცია: ახალი მოდელების ჩამოყალიბება |
2013 | 23–27 იანვარი | გამძლე დინამიზმი[11] |
2014 | 22–25 იანვარი | მსოფლიოს გადაფორმირება: შედეგები საზოგადოების, პოლიტიკისა და ბიზნესისთვის |
2015 | 21–24 იანვარი | ახალი გლობალური კონტექსტი |
2016 | 20–23 იანვარი | მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის დაუფლება |
2017 | 17–20 იანვარი | პასუხისმგებელი ხელმძღვანელობა |
2018 | 23–26 იანვარი | საერთო მომავლის შექმნა მოწყვეტილ სამყაროში |
2019 | 22–25 იანვარი | გლობალიზაცია 4.0: გლობალური არქიტექტურის ჩამოყალიბება მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში |
2020 | 20–24 იანვარი | სტეიკჰოლდერები შეკრული და მდგრადი სამყაროსთვის |
2021 | 17–20 აგვისტო | გადაიდო გაუქმდა COVID–19 პანდემიის შედეგად |
2022 | 22–26 მაისი | ისტორია შემობრუნების მომენტში: მთავრობის პოლიტიკა და ბიზნეს სტრატეგიები[12] |