მოკოს მთა
From Wikipedia, the free encyclopedia
მოკოს მთა (პორტ. Môco, ასევე პორტ. Morro do Môco, Serra do Môco) — მთა ანგოლაში.
სწრაფი ფაქტები მოკოს მთა ...
მოკოს მთა | |
---|---|
მოკოს მთა (2012 წლის 27 ივნისი) | |
კოორდინატები: 12°28′ ს. გ. 15°11′ ა. გ. | |
ქვეყანა | ანგოლა |
სიმაღლე | 2620 მ |
დახურვა
მოკოს მთა მდებარეობს ანგოლის ცენტრალურ ნაწილში,[1] უამბოს პროვინციაში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მისი ადმინისტრაციული ცენტრიდან — ქალაქ უამბოდან. იგი ბიეს მთიანი პლატოს ნაწილია. მოკოს მთის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 2620 მეტრს,[2] რითაც ის ყველაზე უფრო მაღალი მწვერვალია ანგოლაში.