From Wikipedia, the free encyclopedia
მოვსეს კალანკატვაცი (დასღურანცი), მოსე კალანკატუელი (სომხ. Մովսէս Կաղանկատուացի) — სომეხი ისტორიკოსი, „ალვანთა ისტორიის“ ავტორი.[1][2][3][4] თხზულება შემონახულია ძველ სომხურ ენაზე. მკვლევართა ერთი ნაწილი მოვსეს კალანკატვაცს X საუკუნის ისტორიკოსად მიიჩნევს, ზოგი კი VII საუკუნის მოღვაწედ თვლის. არის აგრეთვე მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მოვსეს კალანკატვაცი და მოვსეს დასღურანცი სხვადასხვა დროის ისტორიკოსები არიან: პირველი მოღვაწეობდა VII საუკუნეში და „ალვანთა ისტორიის“ იმ ნაწილის ავტორია, სადაც თხრობა უძველესი დროიდან VII საუკუნემდეა დასრულებული, მეორე კი - X საუკუნეში ცხოვრობდა და ამ ისტორიის გამგრძელებელი და რედაქტორია.
„ალვანთა ისტორიაში“ საკუთრივ კავკასიის ალბანეთის გარდა საყურადღებო ცნობებია დაცული ხაზარებისა და ჰუნების შემოსევების, ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს, სპარსეთის მეფე ხოსროს ომებზე. ასევე ვახტანგ გორგასლის ბრძოლა ირანის წინააღმდეგ, იმდროინდელი სომხეთის სამეფოს ურთიერთობა ქართლთან, ბიზანტიასთან. ნაშრომში დაწვრილებით აღწერილია ბიზანტიელებისა და ხაზარების მიერ 627-628 თბილისის ალყა და მისი აღება. დაცულია მასალები სომეხ-ქართველთა საეკლესიო პაექრობის შესახებ და სხვა. მნიშვნელოვანია ცნობა რუსთა ლაშქრობისა ამიერკავკასიაში (943).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.