From Wikipedia, the free encyclopedia
მიშელ ნაიმ აუნი (არაბ. ميشال عون; დ. 18 თებერვალი, 1935, ჰარეთ-ჰრეკი, ლიბანი)[1][2] — ლიბანელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ლიბანის შეიარაღებული ძალების გენერალი, პრემიერ-მინისტრი (1988-1990 წწ.) და პრეზიდენტი (2016 წლის 31 ოქტომბრიდან).[3]
მიშელ აუნი ميشال عون | |
ლიბანის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 31 ოქტომბერი 2016 |
პრემიერ-მინისტრი | თამამ სალამი საად ჰარირი (არჩეული) |
წინამორბედი | მიშელ სულეიმანი |
ლიბანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 სექტემბერი, 1988 – 13 ოქტომბერი, 1990 | |
წინამორბედი | ამინ ჟმაიელი |
მემკვიდრე | ილიას ხრაუი |
ლიბანის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 სექტემბერი, 1988 – 13 ოქტომბერი, 1990 | |
პრეზიდენტი | თავად |
წინამორბედი | სელიმ ჰოსი |
მემკვიდრე | სელიმ ჰოსი |
დაბადებული | 18 თებერვალი, 1935 ჰარეთ-ჰრეკი, ლიბანი |
პოლიტიკური პარტია | თავისუფალ პატრიოტთა მოძრაობა |
მეუღლე | ნადია ელ-ჩამი |
შვილები | მირიელა კლაუდინა ჩანტალი |
რელიგია | მარონიტი კათოლიკე |
პრეზიდენტად აირჩიეს 2016 წლის 31 ოქტომბერს, ლიბანის პარლამენტის 46-ე საარჩევნო სხდომაზე. ლიბანი სახელმწიფოს მეთაურის გარეშე ცხოვრობდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მიშელ სულეიმანი გადადგა თავისი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ 2014 წლის მაისში, რის შედეგადაც პარლამენტი ჩიხში შევიდა. პარლამენტმა ვერ აირჩია მემკვიდრე 29 თვის განმავლობაში და 45 წინა საპარლამენტო სხდომების მანძილზე.
1984 წელს, მიშელ აუნი დაინიშნა ლიბანის არმიის გენერლად. 1988 წლის 22 სექტემბრიდან 1990 წლის 13 ოქტომბრამდე, აუნის ეკავა პრემიერი-მინისტრისს თანამდებობა, შემდეგ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა ლიბანის პრეზიდენტმა ამინ ჟმაიელმა და თავად გახდა ლიბანის მთავრობის დროებითი მათაური.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.