მირვეთის ხიდი — XI-XIII საუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მირვეთში, გარეუბან ძიგურესთან ახლოს, მირვეთის წყლის ჭოროხთან შესართავში, აჭარისწყლის გადასახვევიდან 3460 მეტრში. აქ გადიოდა ზღვისპირეთიდან ჭოროხის მარცხენა მხარეს ტაო-კლარჯეთისაკენ მიმავალი გზა.
ხიდის აღწერა
ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე 15,5 მ-ია. თავბოლოში სიგანე ორივე მხარეს თანაბარია და 3,80 მ-ია. მისი სიგანე შუა ნაწილში — 2 მ-ია. სიმაღლე წყლის დონემდე — 5 მ. სავალი ნაწილი დაფარულია საშუალო ზომის ბრტყელი ქვებით. ბურჯები ორივე მხარეს კლდეზეა დაშენებული.
ლიტერატურა
- ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962, გვ. 41
რესურსები ინტერნეტში
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11708
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მატერიალური კულტურის ძეგლები[მკვდარი ბმული]
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.