მიმატება
From Wikipedia, the free encyclopedia
მიმატება, შეკრება (აღინიშნება პლუსის სიმბოლოთი ) — არითმეტიკის ოთხი ძირითადი მოქმედებიდან ერთ-ერთი (დანარჩენი სამი არის გამოკლება, გამრავლება და გაყოფა). ორი ნატურალური რიცხვის მიმატება გვაძლევს ამ მნიშვნელობათა ჯამს. მარჯვნივ სურათზე მოცემული მაგალითი გვიჩვენებს სამი და ორი ვაშლის ორ სვეტს, საერთო ჯამით ხუთი ვაშლი. ეს იგივეა, რაც მათემატიკური გამოთქმა: „3 + 2 = 5“ (ანუ „3-ს მივუმატოთ/პლუს 2 ტოლია 5-ის“).
შეკრებას აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისება , მას გააჩნია: ჯუფთებადობის კანონი, გადანაცვლებადობისა და იგივეობის თვისება. ჯუფთებადობის თვისება გვეუბნება, რომ შესაკრებთა ჯგუფების გადანაცვლება ჯამს არ ცვლის: . გადანაცვლებადობის თვისების თანახმად, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება: . იგივეობის თვისება ნიშნავს იმას, რომ 0-ისა და ნებისმიერი სხვა რიცხვის ჯამი ამ რიცხვის ტოლია, მაგალითად: , .
შეკრების შესრულება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რიცხვითი დავალებაა. ძალიან მცირე რიცხვების დამატება შეუძლიათ ჩვილებსაც კი; ყველაზე ძირითადი დავალება, 1 + 1, შეიძლება შეასრულოს ხუთი თვის ასაკის ჩვილმა. დაწყებით განათლებაში მოსწავლეებს ასწავლიან რიცხვების შეკრებას ათობით სისტემაში, დაწყებული ერთნიშნა რიცხვებით და თანდათან უფრო რთული ამოცანების ამოხსნით გაგრძელებული. მიმატების მექანიკური დამხმარე საშუალებები უძველესი აბაკიდან თანამედროვე კომპიუტერებამდე მოსული, სადაც კვლევები ყველაზე ეფექტურად მიმატების ხერხებზე დღემდე გრძელდება.