მიკენე
From Wikipedia, the free encyclopedia
მიკენე (ძვ. ბერძნ. Μυκῆναι, ბერძ. Μυκήνη) — უძველესი ქალაქი არგოლიდში, ბერძნული ცივილიზაციის ერთ-ერთი ცენტრი ძვ. წ. II ათასწლეულში. მდებარეობს ათენიდან 90 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით. ამჟამად ნანგრევებია. გადმოცემით ქალაქი პერსევსმა ააგო. აქ ცხოვრობდნენ დანაოსის შთამომავლები და ელისიდან გადმოსახლებული ამიფაონიდები. ჰერაკლიდების დაბრუნების შემდეგ ქალაქი თანდათან დაკნინდა და სპარსელებთან ომების პერიოდში საბოლოოდ დაიქცა არგოსელებთან ბრძოლისას. სტრაბონის გადმოცემით, მის პერიოდში ქალაქის კვალი აღარ იყო დარჩენილი.
სწრაფი ფაქტები მიკენისა და ტირინფას არქეოლოგიური ძეგლები*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
მიკენისა და ტირინფას არქეოლოგიური ძეგლები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
მიკენის ლომების კარიბჭე | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv, vi |
სია | |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 37°43′51″ ჩ. გ. 22°45′22″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1999 (23-ე სესია) |
ნომერი | 941 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა