![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
მეფისწყარო
მთა საქართველოში, იმერეთისა და გურიის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
მეფისწყარო — მთა საქართველოში, ვანისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. წარმოადგენს მესხეთის ქედის უმაღლეს მწვერვალს. სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მ. მდებარეობს მესხეთის ქედისა და მისი ჩრდილოეთი განშტოების — ლობოროტის ქედის შესაყართან, მდინარეების სუფსისა და წაბლარისწყლის სათავეებთან. პირამიდისებურია. აგებულია შუაეოცენური, ანდეიტურგანფენებიანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით. მეფისწყაროს ძირი და ქვედა კალთები შემოსილია სუბალპური ლიხით, შუა და ზედა — ალპური მდელოებით.
სწრაფი ფაქტები მეფისწყარო ...
მეფისწყარო | |
---|---|
კოორდინატები: 41°50′26″ ჩ. გ. 42°39′50″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ვანის მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2850 მ |
ქედი | მესხეთის ქედი |
უმარტივესი მარშრუტი | სოფელ თავსურებიდან |
დახურვა
მთის სამხრეთით ორი ტბაა: დიდი ჯაჯის და პატარა ჯაჯის ტბები. ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს კურორტი საირმე.