მესამე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლები
From Wikipedia, the free encyclopedia
მესამე თაობის (აგრეთვე ცნობილია როგორც 8 ბიტიანების ეპოქა) ეპოქა დაიწყო 1983 წლის 15 ივლის, მაშინ როდესაც იაპონიაში გამოჩნდა კონსოლები: Family Computer (შემოკლებით „Famicom“, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში ცნობილი როგორც Nintendo Entertainment System ან NES) და SG-1000.[1][2] ამ პერიოდში დასრულდა 1983 წლის კრიზისი და სახლის ვიდეო თამაშებში ლიდერად იქცა იაპონია. სწორედ ამ დროში ბლოკური გრაფიკა ჩაანაცვლა სპრაიტულმა, რაც დიდ ნახტომად მიიჩნევა გეიმდიზაინში.[1]
აღნიშნული ეპოქის ყველაზე გაყიდვადი კონსოლი იყო NES/Famicom, მას თან მოსდევდა Sega-ს Master System და Atari-ს Atari 7800. მიუხედავად იმისა, რომ წინა თაობის კონსოლებიც გამოიყენებდნენ 8 ბიტიან პროცესორებს, სახლის კონსოლების „ბიტებად“ აღნიშვნა დაიწყეს მესამე თაობის დასასრულს და 16 ბიტიანი სათამაშო კონსოლების გამოჩენის შემდეგ, წინა თაობისგან განსხვავების აღსანიშნავად. მესამე თაობის მიწურლს 8 ბიტიანი სისტემები 16 ბიტიანებთან შედარებით გრაფიკულად და აპარატულად მოძველდნენ. იმ დროისთვის იაპონიასა და ჩრდილოეთი ამერიკაში დომინირებდა Famicom/NES, მაშინ როდესაც ევროპის და ბრაზილიის ბაზარზე ლიდერობდა Master System.