![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/41/Mary_Landrieu_Senate_portrait.jpg/640px-Mary_Landrieu_Senate_portrait.jpg&w=640&q=50)
მერი ლენდრიუ
From Wikipedia, the free encyclopedia
მერი ლენდრიუ (ინგლ. Mary Landrieu, /ˈlændruː/; დ. 23 ნოემბერი, 1955) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ლუიზიანის შტატის ყოფილი სენატორი, დემოკრატიული პარტიის წევრი.
მერი ლორეტა ლენდრიუ | |
![]() | |
აშშ_ის სენატორი ლუიზიანიდან | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1997 – 3 იანვარი, 2015 | |
ვიცე-პრეზიდენტი | |
პრეზიდენტი | |
წინამორბედი | ჯონ ბენეტ ჯონსტონი |
მემკვიდრე | ბილ კესიდი |
დაბადებული | თარგი:დაბადების თარიღი და სასაკი არლინგტონი, ვირჯინია, აშშ |
მოქალაქეობა | ![]() |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული |
მამა | მუნ ლენდრიუ |
მეუღლე | ფრანკ სნელინგსი |
შვილები | 2 |
განათლება | ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ხელმოწერა | ![]() |
დაიბადა არლინგტონში (ვირჯინია) და გაიზარდა ნიუ-ორლეანში (ლუიზიანა). ის არის მუნ ლენდრიუს, ნიუ-ორლეანის მერის ყოფილი ქალიშვილი და მიტჩ ლენდრიუს, ნიუ-ორლეანის ყოფილი მერის და ნიუ-ორლენის ვიცე-გუბერნატორის და. ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების და რამდენიმე წლით უძრავი ქონების აგენტათ მუშაობის შემდეგ ის აირჩიეს შტატის წარმომადგენლად, ლუიზიანის წარმომადეგენელთა პალატაში 1980—1988 წლებში. 1996 წელს მან მოიგო არჩევნები სენატისთვის; ის ხელახლა აირჩიეს 2002 და 2008 წლებში მაგრამ 2014 წელს ის დამარცხდა.
ლენდრიუ ცნობილი გახდა 2005 წელს მაშ შემდეგ რაც მან საჯაროდ გააკრიტიკა სახელმწიფოს საპასუხო მოქმედებები ქარიშხალი კარტინას წინააღმდეგ. მისმა წინააღმდეგობამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაზღვევის ვარიანტის მიმართ დიდი როლი შეიტანა პაციენტთა დაცვის და ხელმისაწვდომი ზრუნვის აქტის ჩამოყალიბებაში, რანდაგანც ის არ დათანხმდა ამ აქტს, სანამ ლუიზიანის შტატის ჯანდაცვის პროგრამებს დამატებითი დახმარებები არ გამოუყვეს. 2011 წელს ის გახდა სენატის თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.