From Wikipedia, the free encyclopedia
მელეუზი (ბაშკ. Мәләүез) — ქალაქი ბაშკირეთის რესპუბლიკაში. მელეუზის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
მელეუზი Мәләүез | |||
| |||
ქვეყანა | რუსეთი | ||
ფედერაციის სუბიექტი | ბაშკირეთი | ||
მუნიციპალიტეტი | მელეუზის რაიონი | ||
კოორდინატები | 52°57′00″ ჩ. გ. 55°56′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | XVIII საუკუნე | ||
პირველი ხსენება | 1753 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1958 | ||
ფართობი | 32 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 170 მ | ||
ოფიციალური ენა | ბაშკირული და რუსული ენა | ||
მოსახლეობა | 59 064 კაცი (2016) | ||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები, თათრები, ბაშკირები, მარიელები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+5 | ||
სატელეფონო კოდი | +7 34764 | ||
საფოსტო ინდექსი | 453850 | ||
ოფიციალური საიტი | admmeleuz.ru | ||
ქალაქი დაარსდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, როგორც სავაჭრო სოფელი. მისი დაარსების პირობითი თარიღია 1766 წელი. 1863 წლიდან თემის ცენტრია. 1958 წლის 6 აგვისტოს მუშათა დასახლება მელეუზი გახდა რაიონული დაქვემდებარების ქალაქი. 1960 წელს დაიწყო შაქრის ქარხნის მშენებლობა. 1973 წელს დაიწყეს ქიმიური ქარხნის მშენებლობა. 1977 წლის 24 მარტიდან მელეუზი რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქია.
ქალაქი მდებარეობს მდინარე მელეუზისა და ბელაიის შეერთების ადგილთან. უფიდან დაშორებულია 225 კმ-ით. კლიმატი ზომიერად კონტინენტურია, ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით.
2010 სრულიად რუსეთის აღწერის მიხედვით მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია: რუსები — 47,9 %, ბაშკირები — 29,1 %, თათრები — 15,8 %, ჩუვაშები — 3,8 %, უკრაინელები — 1,3 %, სხვა — 2,1 %[1].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.