From Wikipedia, the free encyclopedia
მელეკეოკი (ინგლ. Melekeok, პალ. ენა Melekeok) — შტატი პალაუს რესპუბლიკაში. მდებარეობს კუნძულ ბაბელდაობზე.
შტატი | |||
---|---|---|---|
მელეკეოკი ინგლ. Melekeok | |||
| |||
ქვეყანა | პალაუ | ||
ადმ. ცენტრი | მელეკეოკი | ||
კოორდინატები | 7°29′00″ ჩ. გ. 134°36′00″ ა. გ. | ||
ფართობი | 28 კმ² | ||
მოსახლეობა | 277 კაცი (2015) | ||
სიმჭიდროვე | 9,89 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+9]] | ||
სატელეფონო კოდი | +680 | ||
საფოსტო ინდექსი | 96940 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.melekeok.gov.pw/ | ||
მელეკეოკის შტატში მდებარეობს მიკრონეზიაში ყველაზე დიდი მტკნარი ტბა ნგარდოკი ნიანგ ლათ. Crocodylus porosus-ის მცირე პოპულაციით. შტატის სანაპიროზე ბინადრობენ ზვიგენების იშვიათი სახეობები, რომლებიც მთავრობის მეთვალყურეობის ქვეშაა აყვანილი. ხელუხლებელი ველური ბუნება და ქვიშოვანი პლაჟები კარგი სტიმულია ტურიზმის განვითარებისთვის.
შტატის მოსახლეობა 2015 წლის აღწერის მიხედვით შეადგენს 277 ადამიანს.[1][2] მათ შორის სოფელ მელეკეოკში ცხოვრობს 271 ადამიანი. შტატში ასევე მდებარეობენ სოფლები ერტონგი, ნგებურჰი, ნგერემეჰელუჰი, ნგერმელეჰი, ნგერუბესანგი, ნგერულინგი.
2006 წელს ამავე შტატში სოფელ მელეკეოკიდან ორ კმ-ში აშენებულ სოფელ ნგერულმუდში გადაიტანეს ქვეყნის დედაქალაქი.
შტატის გუბერნატორს ლაზარუს კოდეპს აქვს რეზიდენცია სოფელ მელეკეოკში.
შტატის მოსახლეობა დაკავებულია სოფლის მეურნეობით, თევზჭერით, ტურისტული ბიზნესით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.