From Wikipedia, the free encyclopedia
მგუდავები (ლათ. Erycinae) — გველების ქვეოჯახი მახრჩობელასებრთა ოჯახისა. ცნობილია 3 გვარი. ყველაზე მრავალრიცხოვანია Eryx (8–9 სახეობა). სხეულის სიგრძე 1 მეტრს აღწევს. თავი კისრისგან გამოკვეთილი არ არის, ზემოდან დაფარულია არასწორი ფორმის მცირე ზომის ფარაკებით. ყბებშუა ფარი ფართოა, იკეცება დინგის ზედა მხარეს. ფართო კუდქვეშა ფარები განლაგებულია 1 გრძივ რიგად. ქვეოჯახში სულ 13[1]—15 სახეობაა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ-დასავლეთ, ცენტრალურ და შუა აზიაში.[2] აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება დასავლური მახრჩობელა (Eryx jaculu).[3] იკვებებიან წვრილი ხერხემლიანებით, რომლებსაც გუდავენ ტანის შემოხვევით. კვერცხცოცხლადმშობები არიან.[2]
მგუდავები | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დასავლური მახრჩობელა | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Erycinae (Bonaparte, 1831) | |||||||||||||||
გვარები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
|
ზოგიერთი წყაროს თანახმად, დამოუკიდებელი ოჯახია და არა ქვეოჯახი.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.