გიათ ად-დინ მუჰამად თაფარი იგივე მაჰმედ I ან მეჰმედ I (თურქ. Ghiyath ad-Din Muhammad Tapar; დ. 1082 — გ. ბაღდადი, 1118) — სელჩუკთა იმპერიის სულთანი 1106-1118 წლებში, მალიქ-შაჰის მეორე ვაჟი.

სწრაფი ფაქტები სელჩუკთა იმპერიის მე-7 სულთანი, მმართ. დასაწყისი: ...
მაჰმედ I ან მეჰმედ I
Ghiyath ad-Din Muhammad Tapar
Thumb
სელჩუკთა იმპერიის მე-7 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1106
მმართ. დასასრული: 1118
წინამორბედი: მელიქ-შაჰ II
მემკვიდრე: აჰმედ სანჯარი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1082
გარდ. თარიღი: 1118
შვილები: მაჰმუდ II
სრული სახელი: გიას ედ-დინ მუჰამედ თაფარი
დინასტია: სელჩუკები
მამა: მალიქ-შაჰი
დედა: სეფერიე ხათუნი
რელიგია: ისლამი, სუნიზმი
დახურვა

ტახტზე ასვლამდე მონაწილეობდა დინასტიურ ომებში. 1097-1104 წლებში ებრძოდა უფროს ძმას, სულთან ბერქიიარუქს, რომელიც მარტივად დაამარცხა და სელჩუკთა სახელმწიფოს ტერიტორიების განაწილებაზე დაითანხმა, რის შემდეგაც მის მფლობელობაში შევიდა ანატოლიის ბეილიქები, საქართველოს სამეფო და სომხეთი.

მაჰმედმა 1106 წელს სელჩუკთა იმპერიის ტახტიდან ჩამოაგდო მისი მცირეწლოვანი ძმისშვილი, მელიქ-შაჰ II და გახდა სელჩუკთა სულთანი. მის დროს გაგრძელდა შიდა დაპირისპირება სელჩუკთა დინასტიის წევრებს შორის. მის ძმას, სენჯერს ეკავა ხორასნის პროვინიცა. მაჰმედმა მალევე შემოიკრიბა სირიელი მხედრები და მათი დახმარებით, 1107 წელს მდინარე ხაბურთან დაამარცხა და მოკლა მისი ერთ-ერთი მთავარი მეტოქე — ქილიჩ-არსლან I.

1110-იან წლებში სელჩუკთა სახელმწიფოში გაუარესდა მდგომარეობა. ჰამადანის ბეილერბეებისა და ხორასნელი ხანების აჯანყებების შედეგად მაჰმედ I-მა დაკარგა მავერანაჰრი. სელჩუკებმა ასევე დაკარგეს ტერიტორიები კავკასიაში, როდესაც საქართველოს მეფემ, დავით IV აღმაშენებელმა განმათავისუფლებები ბრძოლები წარმატებით დაიყწო საქართველოს სამხრეთ ნაწილში.

1118 წელს მაჰმედი გარდაიცვალა და დროებით, ბაღდადისა და ირანის ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა, მაჰმუდ II-მ , მაგრამ იმავე წელს, სელჩუკთა იმპერიის სულთნის ტიტული მიიღო მისმა უმცროსმა ძმამ, აჰმედ სანჯარმა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

  • E. J. Van Donzel, Islamic Desk Reference, (E.J.Brill, 1994), 464.
  • Bernard Lewis, The Assassins: A Radical Sect in Islam, (Basic Books Inc., 2003), 51.
  • Рыжов, 2004.
  • Muir, William (1924). „Buweihid Dynasty, Bagdad under Seljuqs, Toghril Beg, Al-Muktadi and four following Caliphs, Crusades, Capture of Jerusalem, End of Fatimids“, The Caliphate, its rise, decline and fall.
  • Bosworth, C. Edmund (1984). „AḤMAD B. NEẒĀM-AL-MOLK“. Encyclopaedia Iranica, Vol. I, Fasc. 6. London et al.: C. Edmund Bosworth. pp. 642–643.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)

ლიტერატურა

  • Книга:Монархи. Мусульманский Восток VII-XV|Сельджуки/2|Сельджуки

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.