From Wikipedia, the free encyclopedia
მაჰდისტების აჯანყება — 1881-1898 წწ. ინგლისელ კოლონიზართა, ოსმალეთ-ეგვიპტის ხელისუფალთა და ადგილობრივ ფეოდალთა წინააღმდეგ აჯანყება სუდანში. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა მაჰდი სუდანელი.
მაჰდისტების აჯანყება | |||
---|---|---|---|
ბრძოლა ომდურმანისთვის | |||
თარიღი | 1881-1898 | ||
მდებარეობა | სუდანი, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, უგანდა | ||
შედეგი | ბრიტანელ-ეგვიპტელთა გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
სუდანი გახდა ანგლო ეგვიპტური კონდომინიუმი. | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
მაჰდისტების აჯანყება ვიკისაწყობში |
მეამბოხეებმა 1883 წლის თებერვალში დაიკავეს კორდოფანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი – ელ-ობეიდი. იმავე წლის ნოემბერში გაანადგურეს ინგლისელი გენერლის ჰიქსის 10-ათასიანი არმია. 1885 წლის იანვარში აიღეს ქვეყნის ადმინისტრაციული ცენტრი – ხარტუმი. აჯანყების პროცესში შეიქმნა დამოუკიდებელი ფეოდალურ-თეოკრატიულ სახელმწიფო, რომელსაც მაჰდის გარდაცვალების შემდეგ, 1885 წლიდან სათავეში ჩაუდგა მაჰდის მემკვიდრე ხალიფა აბდ ალ-რაჰმან ალ-მაჰდი. მისი უახლოესი თანაშემწე იყო 4 ხალიფა, რომლებსაც ემორჩილებოდნენ პროვინციათა გამგებლები (ამირები). სახელმწიფოს შემოსავლის ძირითადი წყარო იყო მოსახლეობის მრავალი მძიმე გამოსაღებ-გადასახადი, სახელმწიფო მონოპოლიების (მონების გაყიდვა, სპილოს ძვლის ექსპორტი და ა.შ.) მოგება და სამხედრო ნადავლი. ხალიფა და სხვა თავკაცები შემოსავალს იღებდნენ ხაზინისგან, აგრეთვე თავიანთი მიწებიდანაც. ვითარდებოდა ვაჭრობა, ხელოსნობა, სკოლების და საგზაო მშენებლობა. მიწამოქმედთა და მეჯოგეთა ექსპლუატაციამ, სოციალურ წინააღმდეგობათა გამწვავებამ, ტომთა შორის შუღლმა დაასუსტა მაჰდისტების სახელმწიფო. 1896 წელს ინგლისელმა კოლონიზატორებმა მტაცებლური ომი წამოიწყეს მაჰდისტების სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც 1898 წელს სუდანზე მათი კოლონისტური ბატონობის აღდგენით დამთავრდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.