მაჭახელისწყალი
მდინარე საქართველოში და თურქეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
მაჭახელისწყალი, მაჭახლისწყალი[1] — მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს თურქეთში, შავშეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2285 მ. ერთვის მდინარე ჭოროხს მარჯვნიდან სოფელ მაჭახლისპირთან. სიგრძე 37 კმ. მდინარის აუზის ფართობი 369 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა — შემოდგომაზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 20,8 მ³/წმ.
სწრაფი ფაქტები მაჭახელისწყალი, ქვეყანა ...
მაჭახელისწყალი | |
---|---|
მაჭახელისწყლის ხედი გვარას ციხიდან | |
ქვეყანა |
საქართველო თურქეთი |
ტერიტორიული ერთეულები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ართვინის პროვინცია |
სათავე |
შავშეთის ქედი 41°28′17″ ჩ. გ. 42°03′04″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2285 მ |
შესართავი |
ჭოროხი 41°31′06″ ჩ. გ. 41°43′09″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | მაჭახლისპირი |
სიგრძე | 37 კმ |
აუზის ფართობი | 369 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 20,8 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
დახურვა