From Wikipedia, the free encyclopedia
მარტის მოვლენები (აზერ. Mart Hadisələri) — ეთნიკური დაპირისპირება ბაქოში, რომელსაც მოჰყვა ათასობით მსხვერპლი, ძირითადად, მუსლიმი აზერბაიჯანელების სახით. ანტიმუსულმანურ კამპანიაში აქტიური როლი შეასრულა სომხური პარტიის დაშნაკცუთიუნის შეიარაღებულმა ძალებმა[2].
მარტის მოვლენები | |||
---|---|---|---|
რუსეთის სამოქალაქო ომის ნაწილი | |||
დაღუპული აზერბაიჯანელები ბაქოში | |||
თარიღი | 30 მარტი — 2 აპრილი, 1918 | ||
მდებარეობა | ბაქო, ამიერკავკასიის ფედერაცია | ||
შედეგი | ბოლშევიკებისა და დაშნაკცუთიუნის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
მარტის მოვლენები ვიკისაწყობში |
აზერბაიჯანელი ისტორიკოსის აიდინ ბალაევის მიხედვით ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ რუსეთში და მათ შორის ამიერკავკასიაში შეიქმნა ხელისუფლების ვაკუუმი. ბაქოს კომუნა, რომელშიც მთავარ როლს თამაშობდნენ ბოლშევიკები და ესერები, ფაქტობრივად აკონტროლებდა ქალაქს. ადგილობრივ ბოლშევიკ ლიდერებს შორის წამყვან როლს თამაშობდნენ ეთნიკურად სომხები სტეფანე შაუმიანის მეთაურობით, რომელიც ხელმძღვანელობდა ბაქოს კომუნას და იყო კავკასიის საქმების საგანგებო კომისარი. ბაქოს კომუნის წითელარმიელებს შორის ასევე იყვნენ დაშნაკცუთიუნის წევრები. წითელი არმიის შტაბის უფროსი იყო მეფის რუსეთის ყოფილი პოლკოვნიკი ზ. ავეტისოვი, ხოლო მე-3 ბრიგადას ხელმძღვანელობდა დაშნაკი ამაზასპ სრვანძტიანი[3].
ამერიკელი ისტორიკოსის მაიკლ სმიტის მიხედვით სომხებს ახსოვდათ 1915 წლის გენოციდი და ხედავდნენ რა სისასტიკეს თურქული არმიის მხრიდან, სომეხი ჯარისკაცები ბრუნდებოდნენ სომხეთში სომეხი მოსახლეობის დასაცავად. სამხედრო ნაციონალიზმი საფუძვლად დაედო დაშნაკების იდეოლოგიას. მუსულმანურმა მოსახლეობამ, რომელიც რუსეთის იმპერიის მომხრეებად ითვლებოდნენ პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში, ახლა დაიწყეს შეიარაღება და დაუწყეს ლოდინი თურქებს შემოსვლას, რომლებსაც ისინი განმათავისუფლებლებად მიიჩნევდნენ.
პირველი მღელვარება დაიწყო ჯერ კიდევ 1917 წელს. დაპირისპირების ცენტრი გახდა მრავალეროვანი ბაქო, სადაც თავი მოიყარეს რუსულმა, სომხურმა და აზერბაიჯანულმა ძალებმა. რეგიონში წამყვანი ძალა ბაქოს კომუნა ხდებოდა, რომელშიც მთავარ როლს სოციალ-დემოკრატები და სხვადასხვა ეროვნების (რუსები, სომხები, ქართველები, ებრაელები) ესერები თამაშობდნენ. მუსულმანური მოსახლეობის ინტერესებს იცავდა პარტია მუსავატი, რომელიც პრაქტიკულად არც კი მონაწილეობდა ბაქოს მმართველობაში. შეიარაღებული მილიცია შედგებოდა რუსული არმიის ყოფილი ნაწილებისაგან და სომხური დანაყოფებისაგან, რომლებსაც დაშნაკები მეთაურობდნენ[4].
აზერბაიჯანული მხარის მიხედვით მღელვარება დაიწყო მას შემდეგ, რაც ბაქოს კომუნამ ყოველგვარი მიზეზის გარეშე განაიარაღეს და დააპატიმრეს მცირე შეიარაღებული აზერბაიჯანული დაჯგუფება, რომელიც საპატიო ყარაულის ხარისხში ესწრებოდა მილიონერ ჰაჯი ტაგიევის შვილის დაკრძალვას[4][5][6].
1918 წლის 27 მარტს ლენქორანიდან ბაქოში ჩავიდა ორმოცდაათი ოფიცერი და ჯარისკაცი, მათ ჩამოაყალიბეს ლენქორანის კავალერიის ბაქოელ მუსულმანთა ეროვნული კომიტეტი[7]. ისინი შეიკრიბნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ მათი კოლეგის ჰაჯი ტაგიევის შვილის, მამედის, დაკრძალვაში, რომელიც დაიღუპა აზერბაიჯანულ და რუსულ-სომხური ძალების დაპრისპირების დროს ლენქორანში. დაკრძალვის შემდეგ ოფიცრები და ჯარისკაცები იმავე გემით დაბრუნებას აპირებდნენ ლენქორანში, თუმცა ბაქოს კომუნის ხელმძღვანელობამ დააკავა გემი და ჯარისკაცებს მოსთხოვა 24 საათის განმავლობაში ჩაებარებინათ იარაღი. მდგომარეობის გართულების თავიდან აცილების მიზნით სამხედროებმა გადაწყვიტეს იარაღის ჩაბარება. კომუნარების მიერ განხორციელებულმა აღნიშნულმა ფაქტმა ქალაქის მუსლიმ მოსახლეობაში აღშფოთება გამოიწვია. ისინი თვლიდნენ, რომ ეს იყო ჰაჯი ტაგიევის შეურაცხყოფა და პროვოკაცია, რადგან განიარაღების ბრძანება არ შეხებიათ სხვა ეროვნების შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც იმ მომენტისთვის იმყოფებოდნენ ბაქოში. 30 მარტს ქალაქის სხვადასხვა უბნებში ააგეს ბარიკადები და დაიწყო გამოსვლები. დემონსტარნტები მოითხოვდნენ იარაღის დაბრუნებას ლენქორანელი ჯარისკაცებისათვის, ან განიარაღების ბრძანების გავრცელებას სხვა დაჯგუფებებზეც[4].
ამავე დღეს ბოლშევიკ ნარიმან ნარიმანოვის ბინაში გაიმართა მოლაპარაკება ბაქოელ კომისართა ლიდერ შაუმიანსა და მუსავატელთა ლიდერ მამედ რასულზადეს შორის. მხარეები თითქმის შეთანხმდნენ კიდეც ჩამორთმეული იარაღის დაბრუნებაზე, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია შემახის ქუჩაზე წითელი არმიის ნაწილების პროვოკაციული დაცხრილვის შესახებ. ბოლშევიკტა ლიდერებმა დაადანაშაულეს აზერბაიჯანელები, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დამნაშავეები ცნობილი არ იყო. მოლაპარაკებეი შეწყდა და დაიწყო სამხედრო მოქმედებები. მოგვიანებით სტეფანე შაუმიანმა აღიარა, რომ ისარგებლეს ამ იციდენტით, რათა გაენადგურებინათ ოპოზიცია მუსავატელების სახით[8][9].
თავდაპირველად დაშნაკებმა გამოაცხადეს ნეიტრალიტეტი, მაგრამ შემდეგ გადავიდნენ ბოლშევიკების მხარეს[8][6][5].
31 მარტის საღამოს მუსავატელებმა მიიღეს ულტიმატუმი და უკვე მომდევნო დღეს, 1 აპრილს, ბაქოშო, აზერბაიჯანელთა სახლებზე თეთრი ბაირაღები იყო გამოფენილი. მარტის მოვლენების ყველაზე ტრაგიკული მოვლენები სწორედ მუსავატელთა მიერ ულტიმატუმის მიღების შემდეგ მოხდა, როდესაც დაშნაკებმა დაიწყეს ბაქოს აზერბაიჯანული კვარტალების გადაწვა, ძაცვა და აზერბაიჯანელთა მკვლელობები[5]. 1918 წლის 2 აპრილს ბაქოს კომუნამ უკვე განაცხადა მუსავატელებთან დაზავების შესახებ, მაგრამ აზერბაიჯანელთა ხოცვა-ჟლეტა და აწიოკება კვლავ გრძელდებოდა 5 აპრილამდე.
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა მარტის მოვლენებზე. 1919 და 1920 წლის 31 მარტი მათ სამგლოვიარო დღეებად გამოაცხადეს.
დაშნაკური სომხეთის პირველი პრემიერ-მინისტრი ჰოვანეს კაჩაზნუნი ამბობდა, რომ დაშნაკების მოქმედება განპირობებული იყო სომხური სახელმწიფოს შექმნის სურვილით. სომეხი საბჭოთა ისტორიკოსების უმეტესობა მხარს უჭერდა სამოქალაქო ომის ვერსიას, ხოლო 1936 წელს გამოქვეყნდა ა. ლალაიანის ნაშრომი, სადაც „დაშნაკცუთიუნს“, „გნჩაკს“ და სხვა ორგანიზაციებს აღიარებდა იმპერიალისტურ დაჯგუფებებად, რომელთაც სურდათ „სომხეთის დამოუკიდებლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის ხარჯზე“[10].
ისტორიკოს მაიკლ სმიტის აზრით საბჭოთა პერიოდში მარტის მოვლენების ისტორია ფალსიფიცირებული იყო. ეს ამბები ისტორიაში შესული იყო როგორც მუსავატელთა აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია მარტის მოვლენების დროს დაღუპულთა სასაფლაო. აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნა სერგეი კირვის სახელობის პარკი, რომელიც 1990 წელს „შავი იანვრის“ მსხვერპლთა სასაფლაოდ გადაკეთდა. შავი იანვრის მსხვერპლთა გვერდით ამჟამად განისვენებს 1918 წელს დაღუპული სამი ნეშტი, სამივეს საფლავზე წარწერაა „1918 წლის შაჰიდები“.
1998 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მარტის მოვლენების მსხვერპლთა პატივისცემის ნიშნად, 31 მარტი გამოაცხადა აზერბაიჯანელთა გენოციდის დღედ.
2012 წლის 27 მარტს ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს ინიციატივით, შტატის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც 31 მარტი 1918 წელს დაღუპულთა პატივისცემის ნიშნად გამოცხადდა „აზერბაიჯანელთა ხსოვნის დღედ“[11].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.