მარტინ ლუი ემისი (დ. 25 აგვისტო, 1949) — ბრიტანელი რომანისტი, ესეისტი, მემუარისტი და სცენარისტი. მემუარისთვის „გამოცდილება“ 2000 წელს მიიღო ჯეიმზ ტეიტ ბლეკის მემორიალური პრემია. ორჯერ იყო წარდგენილი ბუკერის პრემიაზე (1991;2003). 2011 წლამდე მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში შემოქმედებითი წერის პროფესორად მუშაობდა.[20] 2008 წელს ჟურნალმა The Times ემისი 1945 წლის შემდეგ 50 საუკეთესო ბრიტანელ ავტორს შორის დაასახელა.[21]
სწრაფი ფაქტები მარტინ ემისი, დაბადების თარიღი ...
მარტინ ემისი |
---|
ინგლ. Martin Amis |
|
დაბადების თარიღი |
25 აგვისტო, 1949(1949-08-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
---|
დაბადების ადგილი |
ოქსფორდი[6] |
---|
გარდაცვალების თარიღი |
19 მაისი, 2023(2023-05-19)[9] [10] (73 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
Lake Worth Beach, ფლორიდა, აშშ[11] [12] |
---|
საქმიანობა |
რომანისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ნოველისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, მემუარისტი, მწერალი, სცენარისტი[6] , ჟურნალისტი[6] , ესეისტი[6] , ლიტერატურული კრიტიკოსი[6] და კინოსცენარისტი[6] |
---|
ენა |
ინგლისური ენა |
---|
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო[13] |
---|
ალმა-მატერი |
ექსეტერ-კოლეჯი, უესტმინსტერის სკოლა, Bishop Gore, Hills Road Sixth Form College და Cambridgeshire High School for Boys |
---|
ჟანრი |
რომანი და ესე |
---|
Magnum opus |
The Rachel Papers, The Zone of Interest, Lionel Asbo: State of England, The Pregnant Widow, House of Meetings[14] , Koba the Dread, Yellow Dog[15] , Heavy Water and Other Stories, The Information[16] , Other People, Dead Babies და The Information |
---|
ჯილდოები |
ჯეიმზ ტაიტ ბლეკის სამახსოვრო პრემია, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, სომერსეტ მოემის პრემია და Best of Young British Novelists[17] |
---|
მეუღლე |
Antonia Phillips[18] და Isabel Fonseca[18] |
---|
პარტნიორ(ებ)ი |
Lamorna Heath[18] |
---|
შვილ(ებ)ი |
Delilah Roberta Seale[19] [18] , Louis Amis[19] [18] , Jacob Amis[19] [18] , Fernanda Amis[19] [18] და Clio Amis[19] [18] |
---|
საიტი |
martinamisweb.com |
---|
|
დახურვა
ემისის შემოქმედების ცენტრალური თემაა დასავლური საზოგადოების გვიანი კაპიტალიზმის ზომაგადასულობა, რომლის აბსურდულობასაც გროტესკული კარიკატურების საშუალებით სატირულად აღწერს. ემისი შთაგონებული იყო ისეთი მწერლებით, როგორებიც არიან სოლ ბელოუ, ვლადიმირ ნაბოკოვი და მისი მამა კინგსლი ემისი. თავად ემისმა არაერთ თანამედროვე ბრიტანელ ავტორზე მოახდინა გავლენა, მათ შორის არიან უილ სელფი და ზეიდი სმითი.[22]