![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5b/Hingis_MA14_%25283%2529_%252814239490469%2529.jpg/640px-Hingis_MA14_%25283%2529_%252814239490469%2529.jpg&w=640&q=50)
მარტინა ჰინგისი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარტინა ჰინგისი (Martina Hingis; დ. 30 სექტემბერი, 1980, კოშიცე, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხოსლოვაკური წარმოშობის შვეიცარიელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
![]() ჰინგისი 2014 წელს | ||||||||||
ქვეყანა (სპორტი) |
![]() | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
საცხოვრებელი ადგილი | ფოიზისბერგი, შვეიცარია | |||||||||
დაიბადა |
30 სექტემბერი, 1980 (1980-09-30) (43 წლის) კოშიცე, ჩეხოსლოვაკია | |||||||||
სიმაღლე | 171 სმ. | |||||||||
პროფესიონალი | 1994 | |||||||||
კარიერა დაასრულა | 2017 | |||||||||
თამაში | მემარჯვენე | |||||||||
ფულადი პრიზი | 24,749,074 აშშ დოლარი | |||||||||
დიდების დარბაზი | 2013 (წევრის გვერდი) | |||||||||
ერთეულები | ||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 548–135 (80.2%) | |||||||||
ტიტულები კარიერაში | 43 | |||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (31 მარტი, 1997) | |||||||||
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | ||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1997, 1998, 1999) | |||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | ფინალი (1997, 1999) | |||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (1997) | |||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1997) | |||||||||
სხვა ტურნირები | ||||||||||
ტურის ფინალი | გამარჯვება (1998, 2000) | |||||||||
ოლიმპიური თამაშები | 2რ (1996) | |||||||||
წყვილები | ||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 489–109 (81.77%) | |||||||||
ტიტულები კარიერაში | 64 | |||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (8 ივნისი, 1998) | |||||||||
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | ||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1997, 1998, 1999, 2002, 2016) | |||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (1998, 2000) | |||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (1996, 1998, 2015) | |||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1998, 2015, 2017) | |||||||||
წყვილთა სხვა ტურნირები | ||||||||||
ტურის ფინალი | გამარჯვება (1999, 2000, 2015) | |||||||||
ოლიმპიური თამაშები | ფინალი (2016) | |||||||||
შერეული წყვილები | ||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 54–12 (81.82%) | |||||||||
ტიტულები კარიერაში | 7 | |||||||||
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები | ||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (2006, 2015) | |||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (2016) | |||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (2015, 2017) | |||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (2015, 2017) | |||||||||
გუნდური შეჯიბრები | ||||||||||
ფედერაციის თასი | ფინალი (1998) | |||||||||
ჰოპმანის თასი | გამარჯვება (2001) | |||||||||
მედლები
| ||||||||||
ბოლოს განახლდა: 9 მაისი, 2018. |
ჰინგისს ერთეულებში 5 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 3 ავსტრალიის ღია პირველობა, 1 აშშ-ის ღია პირველობა და 1 უიმბლდონი. 1990-იან წლებში, ჰინგისმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა. 1997 წელს ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით, მარტინა გახდა დიდი სლემის ტურნირების ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული 16 წლის და 3 თვის ასაკში. ორ თვეში იგი გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანი ერთეულთა რეიტინგში. 2002 წელს 22 წლის ასაკში, მარტინას ტრავმების გამო ჩოგბურთისთვის თავის დანებება მოუწია[1]. ამ დროისთვის მას უკვე WTA-ის 40 ტიტული ჰქონდა მოგებული, 1997-დან 2001 წლამდე, იგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი ჩოგბურთელი იყო. ჰინგისი 2006 წელს დაუბრუნდა ჩოგბურთს, მოიგო რამდენიმე ტურნირი და რეიტინგში მეექვსე ადგილამდე ავიდა, თუმცა მას კვლავ დაეწყო ტრავმები. ასევე 2007 წელს იგი უიმბლდონის სამედიცინო შემოწმებაზე ჩავარდა ორგანიზმში კოკაინის არსებობის გამო, რის გამოც მარტინა ორი წლით იქნა დისკვალიფიცირებული[2]. მან მეორედ გამოაცხადა კარიერის დასრულება, თუმცა 2013 წელს იგი კვლავ დაუბრუნდა ჩოგბურთს[3]. ჰინგისი კარიერის ბოლომდე მხოლოდ წყვილთა და შერეულ წყვილთა მატჩებში იღებდა მონაწილეობას.
საბოლოოდ ერთეულებში მარტინა ჰინგისმა WTA-ის 43 ტურნირი მოიგო, აქედან 2 წლის შემაჯამებელი ტურნირი. იგი 209 კვირის განმავლობაში ლიდერობდა ერთეულთა მსოფლიო რეიტინგში. წყვილებში მან 13 დიდი სლემის ტურნირზე გაიმარჯვა. მარტინამ კარიერაში 64 წყვილთა ტურნირი მოიგო და წყვილთა რეიტინგში 90 კვირის განმავლობაში იკავებდა პირველ ადგილს. ჰინგისმა ასევე 7 დიდი სლემის ტიტული მოიგო შერეულ წყვილებში.
ოლიმპიურ თამაშებზე, მას ერთი ვერცხლის მედალი აქვს წყვილთა თანრიგში მოპოვებული. სანაკრებო დონეზე, ჰინგისმა ერთხელ მოიგო ჰოპმანის თასი შვეიცარიის ნაკრებთან ერთად.
მესამედ და საბოლოოდ მარტინა ჰინგისმა კარიერა 2017 წლის ბოლოს დაასრულა[4]. 2013 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.