From Wikipedia, the free encyclopedia
მარტვილი (ყოფილი გეგეჭკორი; ჭყონდიდი) — ქალაქი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ნოღელასა და აბაშას შორის, ზღვის დონიდან 170 მ., აბაშიდან 33 კმ. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მარტვილში არის ჭყონდიდის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
ქალაქი | |
---|---|
მარტვილი | |
ქალაქის ცენტრი გიორგი ათათიას ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°24′50″ ჩ. გ. 42°22′40″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ჭყონდიდი, გეგეჭკორი |
ამჟამინდელი სტატუსი | 1964 |
ცენტრის სიმაღლე | 170 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 4425[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 418[2] |
საფოსტო ინდექსი | 3100[3] |
ოფიციალური საიტი | martvili.gov.ge |
ქალაქის ძველი სახელწოდბაა ჭყონდიდი. ფეოდალურ ხანაში მარტვილის მონასტერის მიხედვით სოფელსაც მარტვილი ეწოდა. 1930 წლიდან გახდა რაიონული ცენტრი. 1936 წლის 19 მარტს ალექსი გეგეჭკორის პატივსაცემად ეწოდა გეგეჭკორი.[4] 1956 წელს მიენიჭა დაბის, ხოლო 1964 წელს ქალაქის სტატუსი. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ჩაის, საკონსერვო, ყველ-კარაქის, ღვინის, ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხნები, მეფრინველეობის ფერმა. 1985 წელს გაიხსნა საბაგირო გზა ქალაქის ცენტრიდან მარტვილის მონასტრამდე. 1991 წელს კვლავ დაუბრუნდა სახელწოდება მარტვილი.
მარტვილში დაიბადნენ:
მარტვილში მოღვაწეობდნენ:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.