მარკერმერი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარკერმერი (ნიდერლ. Markermeer) — ტბა ნიდერლანდებში. ზეიდერზეეს ყოფილი ყურის ნაწილი. მდებარეობს ჩრდილოეთი ჰოლანდიისა და ფლევოლანდის პროვინციების ტერიტორიაზე. ჩრდილოეთით ეისელმერის ტბიდან გამოყოფილია ჰაუტრიბდეიკის ჯებირით. ფართობი 700 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3-5 მ. სახელი ეწოდა მცირე კუნძულის მიხედვით, რომელიც დღეისათვის ნახევარკუნძულია და ვრცელდება ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მარკერმერის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ქალაქ ჰოორნთან არის ჰორნსე-ჰოპის ყურე. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს ეიმერი ეწოდება — წარსულში იმ ადგილას, ზეიდერზეეს, მდინარე ეი ერთვოდა. ზეიდერზეეს პროექტის ფარგლებში ჯებირის აშენების შემდეგ, რომელმაც ჩრდილოეთის ზღვის გარკვეული ნაწილი გადააქცია მტკნარწყლიან ტბად, მიმდინარეობდა მიწების დაშრობის ცდები. აგრეთვე დაგეგმილი იყო მარკერვარდის პოლდერის შექმნა. ჰაუტრიბდეიკის ჯებირის მშენებლობის დასრულების შემდეგ, 1976 წელს შეიქმნა ფინანსური პრობლემები. 1980-იან წლებში სამუშაოები შეწყდა გაურკვეველი ვადით. ამის შემდეგ ტბა გახდა ეკოლოგიური და რეკრეაციული მნიშვნელობის ობიექტი. 2003 წლის გვალვიანობის დროს მარკერმერი გამოიყენებოდა ამსტერდამის არხების წყლის დონის რეგულირებისათვის.
მარკერმერი | |
---|---|
მარკერმერის ტბა | |
კოორდინატები: 52°34′ ჩ. გ. 5°13′ ა. გ. | |
მდებარეობა | ნიდერლანდები |
ფართობი | 700 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 5 მ |