From Wikipedia, the free encyclopedia
მარიბი (არაბ. مأرب) — ძველი ქალაქი იემენში, საბაელთა სახელმწიფოს მმართველთა რეზიდენცია. ნანგრევები მდებარეობს ქალაქ სანის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეპიგრაფიკული ძეგლების მიხედვით, არსებობდა უკვე ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში ან ძვ. წ. I ათასწლეულის II ნახევრის დასაწყისში. გეგმით მართკუთხა ქალაქი გარშემორტყმული იყო ქვის გალავნით. შიგნით მდებარეობდა სასახლე. მარიბის აყვავებას ხელი შეუწყო კაშხალმა (ძვ. წ. VII საუკუნე). მარიბის მახლობლად იყო საბაელთა მთავარი ღმერთის ალმაკაჰის ტაძარი ავამი (ძვ. წ. VIII საუკუნე), რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მავზოლეუმი ეკვროდა. ქალაქი დაეცა ძვ. წ. VI საუკუნეში.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
მარიბი არაბ. مأرب | |
ქვეყანა | იემენი |
კოორდინატები | 15°27′45″ ჩ. გ. 45°19′32″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1122 მეტრი, 1095 მეტრი |
მოსახლეობა | 16 794 (2005) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.