![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/dd/Marie_Jeanne_of_Savoy_by_an_unknown_artist_held_at_the_Palazzo_Madama.jpg/640px-Marie_Jeanne_of_Savoy_by_an_unknown_artist_held_at_the_Palazzo_Madama.jpg&w=640&q=50)
მარია ჯოვანა ბატისტა სავოიელ-ნემურელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია ჯოვანა ბატისტა სავოიელ-ნემურელი (იტალ. Maria Giovanna Battista di Savoia-Nemours; დ. 11 აპრილი, 1644, პარიზი, საფრანგეთი — გ. 15 მარტი, 1724, ტურინი, იტალია) — იტალიური წარმოშობის ფრანგი დიდგვაროვანი. პორტუგალიის დედოფალ მარია ფრანჩესკა სავოიელის უფროსი და. თავდაპირველად მარიონეტულად დაქორწინდა ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ V-ზე, მაგრამ მასთან კავშირი მალევე გააუქმა და 1665 წელს ცოლად გაჰყვა სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე II-ს. მასთან მას თავისი ერთადერთი ვაჟი, სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო II შეეძინა, რომლის არასრულწლოვანების გამოც 1675-1684 წლებში თავად მართავდა ქვეყანას. მისი ხაზით იგი არის საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და ასევე ესპანეთის ორი მეფის: ლუის I-ისა და ფერდინანდ VI-ის ბებია.
სწრაფი ფაქტები მარია ჯოვანა ბატისტა სავოიელ-ნემურელი, სავოიის ჰერცოგინია ...
მარია ჯოვანა ბატისტა სავოიელ-ნემურელი | |
---|---|
![]() | |
სავოიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 20 მაისი, 1665 |
მმართ. დასასრული: | 12 ივნისი, 1675 |
წინამორბედი: | ფრანსუაზ მადლენ ორლეანელი |
მემკვიდრე: | ანა მარი ორლეანელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 აპრილი, 1644 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 15 მარტი, 1724, (79 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტურინი, იტალია |
მეუღლე: | კარლო ემანუელე II, სავოიის ჰერცოგი |
შვილები: | ვიტორიო ამადეო II, სარდინიის მეფე |
სრული სახელი: | მარია ჯოვანა ბატისტა |
დინასტია: | სავოიელები |
მამა: | კარლო ამადეო, ნემურის ჰერცოგი |
დედა: | ელიზაბეტ დე ბურბონი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა