Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუის I (ესპ. Luis I; დ. 25 აგვისტო, 1707, მადრიდი, ესპანეთი ― გ. 31 აგვისტო, 1724, მადრიდი, ესპანეთი) ― ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე 1724 წლის 15 იანვრიდან გარდაცვალებამდე. მეფე ფილიპე V-ისა და დედოფალ მარია ლუიზა სავოიელის უფროსი ძე.
ლუის I | |
---|---|
ესპანეთის მეფე | |
მმართ. წლები: | 15 იანვარი, 1724 - 31 აგვისტო, 1724 |
წინამორბედი: | ფილიპე V |
მემკვიდრე: | ფილიპე V |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 25 აგვისტო, 1707 |
დაბ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 31 აგვისტო, 1724, (17 წლის) |
გარდ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
დაკრძ. ადგილი: | ესკორიალი, ესპანეთი |
მეუღლე: |
ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელი (ქ. 1721) |
სრული სახელი: | ლუის ფილიპე დე ბურბონ ი სავოია |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ფილიპე V, ესპანეთის მეფე |
დედა: | მარია ლუიზა სავოიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ლუისი დაიბადა 1707 წლის 25 აგვისტოს ბუენ-რეტიროს სასახლეში, მადრიდში. იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და მისი პირველი მეუღლის, დედოფალ მარია ლუიზა სავოიელის პირველი შვილი. მას სახელი მამამისის ბაბუის, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის პატივსაცემად დაარქვეს.
იგი, როგორც მეფის უფროსი ძე, დაბადებიდანვე ტახტის პირველი მემკვიდრე იყო, თუმცა ამის შესაბამისი და ტრადიციული, ანუ ასტურიის პრინცის წოდება, მას მხოლოდ 1709 წელს გადაეცა. 1714 წელს, როდესაც ლუისი სულ შვიდი წლის იყო, დედამისი, დედოფალი მარია ლუიზა გარდაიცვალა, რის გამოც ის და მისი ძმები: ინფანტი ფერდინანდი და ინფანტი ფილიპე ობლებად დარჩნენ. თუმცაღა, სულ მალე, იმავე წელს მეფე ფილიპე V-მ მეორედ იქორწინა პარმის ჰერცოგის ძმისწულ ისაბელ ფარნეზეზე, რომლისგანაც ლუისს კიდევ ექვსი ნახევარ-და-ძმა შეეძინა.
როგორც ესპანეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრესა და ახალი სამეფო დინასტიის გამგრძელებელს, ლუისს ცოლი რაც შეიძლება მალე უნდა შეერთო და მემკვიდრეები დაეტოვებინა. ამის გამო, 1721 წლის ნოემბერში ლუისი მარიონეტულად დააქორწინეს პრინცესა ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელზე, საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის რეგენტის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და ფრანსუაზ მარი დე ბურბონის ქალიშვილზე, რომელსაც მზითვში 4 მილიონი ლივრი გაატანეს. ნამდვილი ქორწინება და წყვილის პირველი შეხვედრა მხოლოდ 1722 წლის 20 იანვარს შედგა ქალაქ ლერნაში.
1724 წლის 15 იანვარს ესპანეთის მეფე ფილიპე V ტახტიდან გადადგა თავისი უფროსი ძის, უკვე მეფე ლუის I-ის სასარგებლოდ. მისი გადადგომის მთავარ მიზეზად ფილიპეს დეპრესია და მუდმივად მელანქოლიური განწყობა სახელდება. თუმცა არსებობს ეჭვებიც, რომ ფილიპეს მენტალური პრობლემები ჰქონდა და არჩია ტახტის გონიერი მმართველისათვის დათმობა. მიუხედავად ამისა, ლუისის მმათვლობა გაერთიანებული ესპანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა და მან მხოლოდ შვიდ თვეს გასტანა. ამ პერიოდშიც კი, პოლიტიკაზე მამამისს უდიდესი გავლენა ჰქონდა, თუმცა ლუისი მიზნად ისახავდა ესპანეთისათვის დაკარგული იტალიური კოლონიების დაბრუნებას, მაგრამ არ დასცალდა. იგი 1724 წლის 31 აგვისტოს, 17 წლის ასაკში უშვილოდ გარდაიცვალა ყვავილით, რის გამოც ტახტზე ისევ ფილიპე V ავიდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.