მარია დი ლურდიშ პინტასილგუ
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია დი ლურდიშ რუივუ და სილვა დე მატუშ პინტასილგუ (პორტ. Maria de Lourdes Ruivo da Silva de Matos Pintasilgo, დ. 18 იანვარი 1930, აბრანტეში — გ. 10 ივლისი 2004, ლისაბონი) — პორტუგალიელი ინჟინერ-ქიმიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე. პორტუგალიის მერვე პრემიერ-მინისტრი მიხაკების რევოლუციის შემდეგ. თანამდებობა ეკავა 1979 წლის 1 აგვისტოდან 1980 წლის 3 იანვრამდე.
სწრაფი ფაქტები პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
მარია დი ლურდიშ პინტასილგუ Maria de Lourdes Pintasilgo | |
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 აგვისტო, 1979 – 3 იანვარი, 1980 | |
წინამორბედი | კარლუშ ალბერტუ და მოტა პინტუ |
მემკვიდრე | ფრანსიშკუ სა კარნეირუ |
დაბადებული | 18 იანვარი, 1930 აბრანტეში, პორტუგალია |
გარდაცვლილი | 10 ივლისი, 2004 ლისაბონი, პორტუგალია |
პოლიტიკური პარტია | პორტუგალიის სოციალისტური პარტია |
ხელმოწერა |
დახურვა
ისტორიაში შევიდა, როგორც პორტუგალიის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი და ევროპაში მეორე ქალბატონი, რომელსაც ეს თანამდებობა ეკავა (მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ).