![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fd/Looking_down_from_Mount_Zembe.jpg/640px-Looking_down_from_Mount_Zembe.jpg&w=640&q=50)
მანიკის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
მანიკის პროვინცია (პორტ. Manica) — პროვინცია მოზამბიკში.
პროვინცია | |
---|---|
მანიკის პროვინცია პორტ. Manica | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | შიმოიო |
შიდა დაყოფა | Báruè District, Gondola District, Guro District, Machaze District, Macossa District, Manica District, Mossurize District, Sussundenga District და Tambara District |
კოორდინატები | 19°30′00″ ს. გ. 33°15′00″ ა. გ. |
ფართობი | 61 661 კმ² |
მოსახლეობა | 1 438 476 კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 23,33 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1, სექტემბრიდან აპრილამდე UTC+2]] |
ოფიციალური საიტი | https://www.manica.gov.mz/ |
![]() | |
მანიკის პროვინცია მდებარეობს მოზამბიკის დასავლეთ ნაწილში. მისგან აღმოსავლეთით მდებარეობს სოფალის პროვინცია, სამხრეთით — გაზისა და ინიამბანეს პროვინციები. მანიკის დასავლეთით გადის სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკსა და ზიმბაბვეს შორის. პროვინციის ჩრდილოეთით მიედინება მდინარე ზამბეზი. დასავლეთით, ზიმბაბვეს საზღვრის გაყოლებაზე, მდებარეობს მთიანი რაიონი მოზამბიკის უმაღლესი წერტილით — მთა ბინგათი (2436 მეტრი). კლიმატი პროვინციაში არის რბილი, ხშირი წვიმებით.
მანიკის პროვინციის ფართობი — 61 661 კმ². მოსახლეობა — 1 438 476 ადამიანი (2007). ადმინისტრაციული თვალსაზრისით მანიკა იყოფა 9 რაიონად და 1 ოლქად. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი შიმოიო (171 056 ადამიანი 2006 წლის მონაცემებით).
მოსახლეობა ძირითადად შედგება შონას ხალხისგან. პროვინციის ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა. მთავარი კულტურებია: სიმინდი, კასავა; მნიშვნელოვან როლს თამაშობს წვრილფეხა რქოსანი საქონლის მოშენება.