From Wikipedia, the free encyclopedia
მანგანუმის(II) კარბონატი — არაორგანული ნაერთი ქიმიური ფორმულით MnCO3. ჩვეულებრივ გვხვდება ბუნებაში, მინერალ როდოქროზიტის სახით, მაგრამ ინდუსტრიულად იწარმოება. არის ღია ვარდისფერი, წყალში უხსნადი ნივთიერება. 2005 წლისთვის დაახლოებით 20 000 ტონა აწარმოეს.[2]
მანგანუმის(II) კარბონატი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | მანგანუმის(II) კარბონატი |
ქიმიური ფორმულა | MnCO3 |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 3.12 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 200–300[1] °C |
მოლური თბოტევადობა (სტ. პირ.) | 94.8[1] ჯ/(მ·კ) |
მანგანუმის მოლეკულის გეომეტრიული ფორმა ჰგავს კალციტისას, რომელიც შედგება მანგანუმის(II) იონებისგან და აქვს ოქტაედრული მოლეკულურ-გეომეტრიული ფორმა.[3]
მისი მიღება ხდება მანგანუმის(II) ნიტრატის წყალხსნარზე ნახშირორჟანგის და ამიაკის მოქმედებით, რის შედეგადაც ღია ვარდისფერი ნალექი ფსკერზე ილექება. გვერდით პროდუქტს, ამონიუმის ნიტრატს კი იყენებენ სასუქად.
ამ მეთოდით ზოგჯერ იღებენ მანგანუმის დიოქსიდს, რომელიც გამოიყენება მშრალი ბატარეების დასამზადებლად[2].
მანგანუმით მოწამვლას რომელსაც მანგანიზმი ეწოდება შეიძლება გამოიწვიოს მანგანუმის მტვერმა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.