![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/d/dc/Thakazhi_1.jpg&w=640&q=50)
მალაიალამური ლიტერატურა
From Wikipedia, the free encyclopedia
მალაიალამური ლიტერატურა — ინდოეთის კერალის შტატის დრავიდული მოდგმის ხალხის მალაიალების ლიტერატურა. მალაიალამური ენა ახლოს დგას ტამილურთან. პირველი კერალი მწერლების თხზულებები დაწერილია მხოლოდ ტამილურ და სანსკრიტულ ენაზე. საკუთრივ მალაიალამურ ენაზე კლასიკური ლიტერატურა შეიქმნა XV-XVI სს-ში. მას წინ უსწრებდა ხალხური პოეზია (მისი საწყისები XI საუკუნის დამდეგს ემთხვევა). ესაა პაჩა-მალაიალამის — ადრინდელი მალაიალამური სკოლის ნაწარმოებები (რელიგიური: "გველის სიმღერები, შრომის სიმღერები). ტამილურ სკოლას განეკუთვნება ტამილიზებულ მალაიალამურ ენაზე დაწერილი "რამას ცხოვრება" ("რამა ჩარიტამი") და ცენტრალური ტავანკურის პოეტების ანთოლოგია "კანაშანთა ლექსები"; სანსკრიტულ სკოლას კი — სანსკრიტიზებულ ენაზე შექმნილი ნაწარმოებები. ამ თხზულების სტილს მანიპრავალამს უწოდებენ (სიტყვასიტყვით თვალ-მარგალიტის ყელსაბამი).
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/dc/Thakazhi_1.jpg/220px-Thakazhi_1.jpg)