![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8a/HistMac.gif/640px-HistMac.gif&w=640&q=50)
მაკედონია (ტერმინი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ტერმინი მაკედონია გამოიყენება ურთიერთმომცველი და საწინააღმდეგო მნიშვნელობებით როგორც გეოგრაფიული ასევე ისტორიული და პოლიტიკური მნიშვნელობებით. ტერმინი გამოიყენება ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენებისა და ხალხების აღნიშვნისათვის. ის მეოცე საუკუნის დასაწყისიდან წარმოადგენდა სერიოზული პოლიტიკური კამათის მიზეზს. მდგომარეობას ამწვავებს ის, რომ სხვა და სხვა ეთნიკური ჯგუფები იყენებენ ტერმინს საკუთარი იდენტობის და ენის აღსანიშნავად.
![]() |
ტერმინს „მაკედონია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მაკედონია (მრავალმნიშვნელოვანი). |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/8/8a/HistMac.gif)
ისტორიულად, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე რეგიონის აღმნიშვნელი საზღვრები იცვლებოდა. გეოგრაფიულად, რეგიონის საზღვრები და მინი ტერიტორიაზე არ არსებობს ერთნაირი პოზიცია მეცნიერებსა და ხალხებს შორის. დემოგრაფიულად, დასახლებულია ძირითადად ოთხი განსხვავებული ეთნიკური ჯგუფისგან რომელთაგანაც სამი თავს მიიჩნევს მაკოდონელებად: მათ შორის ორი ბერძნები და ბულგარელები რეგიონალურ დონეზე, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მოსახლეობა ეროვნულ დონეზე. ლინგვისტურად, რეგიონში გამოყენეგული ენები და დიალექტები არის დავის საგანი. პოლიტიკურად, ტერმინის გამოყენების უფლებამ გამოიწვია საბერძნეთსა და მაკედონიის რესპუბლიკას შორის დებატები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მედიაციის მიუხედავად 1993 წლიდან მიმდინარეობს უშედეგო კამათი, თუმცა მიღწეულია შეთანხმება მაკედონიას დროებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეწოდებოდეს: უგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია (ან აბრევიატურა - FYROM).