From Wikipedia, the free encyclopedia
მაისური (ინგლ. Mysore; ოფიციალურად მისურუ; ინგლ. Mysuru) — მეტროპოლიური ქალაქი სამხრეთ ინდოეთში, კარნატაკის შტატში.[1] მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მაისური მესამე ადგილზეა შტატის მასშტაბი. თითქმის ექვსი საუკუნის მანძილზე (1399-1947) მაისურის სამეფოს დედაქალაქი იყო. ამჟამად მაისურის რაიონია და მაისურის დანაყოფის შტაბია. ცნობილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და სასახლეებით, მათ შორის, ცნობილი მაისურის სასახლით. ქალაქი ცნობილია საკუთარი კულტურით. ხშირად „სასახლეების ქალაქად“, „მემკვიდრეობის ქალაქად“[2] და „კარნატაკის კულტურულ დედაქალაქად“ მოიხსენიებენ.[3]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
მაისური კანად. ಮೈಸೂರು | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 12°18′31″ ჩ. გ. 76°39′11″ ა. გ. |
ფართობი | 132000000 კვადრატული მეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 763±1 მეტრი |
სატელეფონო კოდი | 821 |
საფოსტო ინდექსი | 570001 |
მაისური ჩამუნდის მთისწინეთებზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 770 მეტრის სიმაღლეზე. ქალაქის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 12° 18′ 26″ განედი და აღმ. 76° 38′ 59″ გრძედი. შტატის დედაქალაქ ბენგალურუდან 140 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ქალაქის ფართობი (მეზობელი ქალაქების ჩათვლით) 156 კმ²-ია.[4] მეტროპოლიური ტერიტორია მაისურსა და მის მეზობლად მდებარე ქალაქებსაც მოიცავს. 2023 წლის მონაცემებით, მეტროპოლიური ტერიტორიისმოსახლეობა 1 288 000 ადამიანს შეადგენს.[5]
ქალაქის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 12.30° განედი და აღმ. 74.65° გრძედი. მაისური ზღვის დონიდან 770 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[6] გაშენებულია კარნატაკის სამხრეთ რეგიონში, ჩამუნდის მთების ძირში. მაისური კარნატაკის ყველაზე სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქია. სამხრეთით ტამილნადუსა და კერალის შტატის ქალაქები ესაზღვება. შტატის ქალაქებიდან მახლობლად მადიკერი, ჩამარაჯანაგარა და მანდია მდებარეობს. მაისურის მოსახლეობის უმრავლესობა ენის მედიუმად კანადას იყენებს. მაისურში არაერთი ტბა მდებარეობს, როგორებიცაა: კუკარაჰალი, კარანჯი და ლინგამბუდი. 2001 წლის მონაცემებით, მაისურის ტერიტორიის 39.9% საცხოვრებელ ტერიტორიას მიეკუთვნება, 16.1% — გზებს, 13.74% — პარკებსა და ღია სივრცეებს, 13.48% — სამრეწველო ტერიტორიებს, 8.96% — საზოგადოებრივ საკუთრებას, 3.02% — კომერციული ტერიტორიაა, 2.27% — სასოფლო-სამეურნეო, ხოლო 2.02% — საწყლოსნო ტერიტორია.[7]:35 ქალაქი ორ მდინარეს შორის მდებარეობს: კავერის, რომელიც ქალაქს ჩრდილოეთით ჩამოუდის, და კაბინს შორის, რომელიც კავერის შენაკადია და სამხრეთ ნაწილში მიედინება.
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, მაისური ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელშია (BSha) მოქცეული და ცხელი ნახევრად უდაბნოს ზონას ესაზღვრება. ძირითადი სეზონებია: ზაფხული, რომელიც მარტიდან მაისამდე იწყება, მუსონების სეზონი, რომელიც ივნისიდან ოქტომბრამდე იწყება და ზამთარი, რომელიც ნოემბრიდან თებერვლამდე გრძელდება.[6] მაისურში დაფიქსირებული უმაღლესი ტემპერატურა 39.4 °C-ია (103 °F), რომელიც 1917 წლის 4 აპრილს დაფიქსირდა. ყველაზე დაბალი ტემპერატურა 2012 წლის 16 იანვარს დაფიქსირდა.[8][9][10] ქალაქის საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 798.6 მმ-ს უდრის.
კარნატაკის შტატის ბუნებრივი კატასტროფების მონიტორინგის ცენტრი მაისურის ტალუკს 4 ჰობლად ჰყოფს. 2022 წლის მონაცემებით, თითოეულ ჰობლიში ნალექიანობის მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება: მაისურის — 1 358 მმ; ელივალა — 1 257 მმ; ჯაიაპურა — 1 405 მმ; ვარუნა — 1 383 მმ. საერთო ჯამში, 2022 წელს მაისურის ტალუკში 67%-ით მეტი ნალექი მოვიდა.
ჰავის მონაცემები — მაისური | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 32.8 | 36.1 | 37.8 | 39.4 | 39.0 | 37.4 | 35.8 | 33.9 | 33.5 | 35.0 | 32.2 | 32.0 | 39.4 |
საშუალო მაღალი °C | 28.9 | 31.1 | 33.3 | 34.2 | 33.4 | 29.7 | 28.5 | 28.3 | 29.4 | 29.1 | 28.5 | 28.0 | 30.2 |
საშუალო დაბალი °C | 16.3 | 17.5 | 19.4 | 20.9 | 21.0 | 20.1 | 19.6 | 19.6 | 19.6 | 19.7 | 18.6 | 16.8 | 19.1 |
რეკორდულად დაბალი °C | 7.7 | 8.6 | 10.4 | 14.9 | 15.6 | 12.6 | 15.8 | 16.5 | 13.4 | 12.9 | 9.6 | 8.7 | 7.7 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 1.5 | 2.9 | 9.8 | 70.6 | 114.9 | 74.6 | 80.3 | 88.4 | 110.7 | 164.5 | 64.9 | 15.7 | 798.6 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 0.3 | 0.3 | 0.9 | 3.9 | 6.6 | 6.2 | 8.0 | 7.2 | 7.5 | 8.8 | 4.3 | 1.3 | 55.2 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 49 | 47 | 43 | 49 | 58 | 71 | 74 | 73 | 70 | 69 | 66 | 60 | 61 |
საშუალო UV ინდექსი | 10 | 12 | 12 | 12 | 12 | 12 | 12 | 12 | 12 | 12 | 10 | 10 | 12 |
წყარო 1: India Meteorological Department[11][12] | |||||||||||||
წყარო 2: Weather Atlas[13] |
რელიგიები მისურში (2011)[14] | ||||
---|---|---|---|---|
რელიგია | % | |||
ინდუიზმი | 73.65% | |||
ისლამი | 21.92% | |||
ქრისტიანობა | 2.71% | |||
ჯაინიზმი | 1.13% | |||
სხვა ან უარი პასუხზე | 0.59% |
2011 წლის მონაცემებით, მაისურის მოსახლეობა 920 550 ადამიანს შეადგენს: 461 042 კაცი და 459 508 ქალი. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მაისური მესამე ადგილზეა კარნატაკის მასშტაბით. მაააირის ურბანული აგლომერაცია სიდიდით მეორეა შტატის ურბანულ აგლომერაციებს შორის. ურბანული აგლომერაციის მოსახლეობა 1 060 120 ადამიანს შეადგენს: 497 132 კაცი და 493 762 ქალი. 2001 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობსი 73.65% ინდუიზმის მიმდევარია. 21.92% ― მუსლიმია, 2.71% ― ქრისტიანები, 1.13% ― ჯაინიზმის მიმდევარია, ზოლო დანარჩენი სხვა აღმსარებლობისაა. 2011 წლის მონაცემებით, წერა-კითხვის ცოდნის დონე 86.84%-ის ტოლია, რაც შტატის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. მოსახლეობის უმრავლესობა კანადაზე საუბრობს. მოსახლეობის 19% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ხოლო 9% ბიდონვილებში ცხოვრობს.[15]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.