Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ბენგალურუ, ასევე ბანგალორი — ქალაქი ინდოეთში, კარნატაკის შტატის დედაქალაქი. მისი ბაღებისა და პარკების გამო ბენგალურუს ზედმეტსახელად ქალაქ-ბაღს უწოდებენ, ერთ დროს კი პენსიონერთა სამოთხეს ეძახდნენ.[4] ბენგალურუ კარნატაკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დეკანის ზეგანზე მდებარეობს და იგი ინდოეთის მესამე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი,[5] მსოფლიოში კი მეხუთე ყველაზე ხალხმრავალი ურბანული აგლომერაციაა. ცნობილია, როგორც ინდოეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის კვანძი. იგი მსოფლიოს 10 რჩეულ სამეწარმეო ლოკაციას შორისაა.[6]
ქალაქი | |
---|---|
ბენგალურუ კანად. ಬೆಂಗಳೂರು | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | კარნატაკა |
კოორდინატები | 12°58′00″ ჩ. გ. 77°34′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1537 |
პირველი ხსენება | 890 |
ფართობი | 741.0 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 920 მ |
ოფიციალური ენა | კანადა |
მოსახლეობა | 8 425 970[1] კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 11 371 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | 80 |
საფოსტო ინდექსი | 560000–560107[2] |
საავტომობილო კოდი | KA[3] |
ოფიციალური საიტი | bbmp.gov.in |
ბენგალურუს რეგიონს სამხრეთ ინდოეთის დინასტია მართავდა, სანამ 1537 წელს ვიჯაიანაგარის დინასტიის ვასალურმა მმართველმა კემპე გოვდამ ციხესიმაგრე არ დააარსა, რაც თანამედროვე ბენგალურუს დაარსებად მიიჩნევა. შემდგომში მარათჰებისა და მოგოლების მიერ დაპყრობის შემდეგ, ქალაქი მაისურის სამეფოს დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. ბრიტანელების მმართველობისას ბენგალურუში სამხედრო დასახლება გაშენდა და წარმოადგენდა მაისურის სამეფო სახელმწიფოს მთავარ ქალაქს, რომელიც ბრიტანეთის ინდოეთის შემადგენლობაში მინიმალური სუვერენიტეტით არსებობდა. ინდოეთის დამოუკიდებლობის შემდეგ, 1947 წელს ბენგალურუ მაისურის შტატის, შემდეგ კი კარანატაკის შტატის დედაქალაქი გახდა.
დღეისათვის, როგორც მსხვილი ქალაქი და მზარდი მეტროპოლია, ბენგალურუ გამოირჩევა ინდოეთის მრავალი კარგად ცნობილი კოლეჯითა და კვლევითი ინსტიტუტით. ქალაქში მდებარეობს მრავალი მძიმე მრეწველობის, პროგრამული უზრუნველყოფის, აეროკოსმოსური, ტელეკომუნიკაციების კომპანია და თავდაცვითი ორგანიზაცია. ბენგალურუს ხშირად ინდოეთის სილიკონის ველს უწოდებენ, მისი მოწინავე პოზიციის გამო ქვეყნის IT ექსპორტში.[7][8][9] დემოგრაფიულად მრავალფეროვანი ქალაქი მნიშვნელოვანი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი და ინდოეთის მეორე ყველაზე სწრაფადმზარდი მეტროპოლიური არეალია.[10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.