ამერიკელი ქიმიკოსი და ქალთა სამხედრო კორპუსის ოფიცერი From Wikipedia, the free encyclopedia
მაირტლ ბაჩელდერი ინგლ. Myrtle Bachelder(დ. 13 მარტი, 1908 — გ. 22 მაისი, 1997) — ამერიკელი ქიმიკოსი და ქალთა სამხედრო კორპუსის ოფიცერი, რომელიც გასაიდუმლოებულად მუშაობდა მანჰეტენის პროექტზე ატომური ბომბის შექმნისას.
მაირტლ ბაჩელდერი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 მარტი, 1908 |
დაბ. ადგილი | ორეინჯი |
გარდ. თარიღი | 22 მაისი, 1997 (89 წლის) |
გარდ. ადგილი | ჩიკაგო |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ქიმიკოსი, ინჟინერი და მასწავლებელი |
მუშაობის ადგილი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი და ლოს-ალმოსის ეროვნული ლაბორატორია |
ალმა-მატერი | ბოსტონის უნივერსიტეტი, მიდლბერის კოლეჯი და Boston University Wheelock College of Education & Human Development |
მაირტლ ბაჩელდერი დაიბადა 13 მარტს, 1908 წელს ორეინჯში, მასაჩუსეტსში. 1930 წელს მიდლებურგის კოლეჯში ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა და სამხრეთ ჰადლიში საშუალო სკოლის მეცნიერების მასწავლებელი გახდა. განათლების ოსტატის ხარისხი ბაჩელდერმა ბოსტონის უნივერსიტეტში მოიპოვა.[1][2][3]
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ბაჩელდერი ირიცხებოდა ქალთა სამხედრო კორპუსში, რომლის შტაბიც ქალაქ სპრინგფილდში იყო. აშშ-ს რამდენიმე შტატში გატარებული გარკვეული დროის შემდეგ მან მიიღო მანჰეტენის პროექტში ჩართვის ბრძანება. ის საიდუმლოდ უნდა გაძღოლოდა 15-20 ქალისგან შემდგარ ნაწილს დეს მოინსიდან ფორტ სილამდე, ამ უკანასკნელიდან კი სანტა ფეში. ის და მისი გუნდი ლოს ალამოსში 1943 წლის 21 ოქტომბერს.[1][4]
„მანჰეტენი“ იყო სპეციალური სამხედრო დივიზიის, რომელმაც ატომური ბომბი შექმნა, კოდური სახელი. ცდების ჩატარებისას ბაჩელდერი ურანის იზოტოპების სპექტროსკოპიული ანალიზებზე დაკვირვება ევალებოდა.
არმიის დატოვების შემდეგ, ბაჩელდერი გახდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ქიმიის მკვლევარი. ის შეუერთდა უნივერსიტეტის მეტალების შესწავლის ინსტიტუტს და ატარებდა კვლევებს მეტალოქიმიაში.[5][6][7]
არაერთ მიღწევათა შორისაა იშვიათი ელემენტების ტელურისა და ინდიუმის გაწმენდის მეთოდი.[5] მან განსაზღვრა ეგეოსის ზღვაში მერითაიმის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი სპილენძის ზარბაზნის შემადგენლობა ჩაძირულ გემზე.[6] ბაჩელდერმა წვლილი შეიტანა კოსმოსურ ქიმიაშიც, როდესაც ნასას თხოვნით გამოიკვლია პროგრამა აპოლოს დროს შეგროვებული მთვარის ქვები.[2]
1973 წელს მიატოვა ფრენკის ინსტიტუტი და ამერიკის გადამდგარ ადამიანთა ასოციაციაში გააგრძელა საქმიანობა.[2] გარდაიცვალა 22 მაისს, 1997 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.