მაიას კალენდარი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაიას კალენდარი — კალენდარული სისტემა კოლუმბამდელ ცივილიზაციებში მესოამერიკას, გვატემალისა და მექსიკის დღევანდელ ტერიტორიებზე. მაიას ცივილიზაციას წელიწადის გამოთვლის ორი სისტემა ჰქონდა: „ცოლკინ“, ანუ 260 დღიანი წმინდა წელიწადი და საერთო წელიწადი „ჰააბი“, რომელიც 365 დღისაგან შედგებოდა (18 ოცდღიანი თვისა და 5 დამატებითი დღისგან). „ჰააბი“ ჩვეულებრივი კალენდარული წელთაღრიცხვისათვის იხმარებოდა, „ცოლკინს“ კი რელიგიური დატვირთვა ჰქონდა. ყოველ დღესა და თვეს განსაზღვრული იეროგლიფი აღნიშნავდა.[1] მაიას კალენდრის ძირითადი ერთეული იყო დღე – „კინ.“ კალენდრის ციკლების ურთიერთდამოკიდებულება ასეთია:
- 20 კინი — ვინალი (თვე).
- 18 ვინალი (5 დღის დამატებით) — 1 ტუნი
- 20 ტუნი — 1 კატუნი (7 200 დღე)
- 20 კატუნი — 1 ბაქტუნი (144 000 დღე)
- 20 ბაქტუნი — 1 პიკტუნი (2 880 000 დღე)
- 20 პიქტუნი — 1 კალაბტუნი (57 600 000 დღე)
- 20 კალაბტუნი — 1 კინჩილტუნი (1 152 000 000 დღე)
- 20 კინჩილტუნი — 1 ალაუტუნი (23 040 000 000 დღე).[1]