![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/2/25/MiamiHeat.svg/langka-640px-MiamiHeat.svg.png&w=640&q=50)
მაიამი ჰიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაიამი ჰიტი (ინგლ. Miami Heat) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც მდებარეობს, ქალაქ მაიამიში, ფლორიდის შტატში, აშშ. გუნდი არის წევრი სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონის, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). გუნდი საშინაო მატჩებს ატარებს American Airlines Arena-ში, რომელიც დაბლითა მაიამიში მდებარეობს. გუნდის მფლობელი არის მიკი არისონი, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერიკ სპოელსტრა, მენეჯერის პოსტზე კი პეტ რაილი არიან.
მაიამი ჰიტი Miami Heat | |||
---|---|---|---|
![]() | |||
![]() | |||
კონფერენცია | აღმოსავლეთი | ||
დივიზიონი | სამხრეთ-აღმოსავლეთი | ||
დაარსდა | 1988 | ||
ისტორია | მაიამი ჰიტი (1988–დღემდე) | ||
არენა | American Airlines Arena | ||
ქალაქი | მაიამი, ფლორიდა | ||
გუნდის ფერები | შავი, წითელი, თეთრი, ნარინჯისფერი | ||
მფლობელ(ებ)ი | მიკი ერისონი | ||
გენერალური მენეჯერი | პეტ რაილი | ||
მთავარი მწვრთნელი | ერიკ სპოელსტრა | ||
D-ლიგის კლუბი | Sioux Falls Skyforce | ||
ჩემპიონები | 2 (2006, 2012) | ||
კონფერენციის ტიტულები | 3 (2006, 2011, 2012) | ||
დივიზიონის ტიტულები | 9 (1997, 1998, 1999, 2000, 2005, 2006, 2007, 2011, 2012) | ||
ოფიციალური საიტი | heat.com | ||
|
ჰიტი ლიგას 1988 წელს შეუერთდა, როგორც დამატებითი გუნდი. მაიამი ჰიტი ორლანდო მეჯიქთან ერთად წარმოადგენს ფლორიდის შტატს NBA-ში. დაარსებიდან მოყოლებული 24 სეზონის განმავლობაში, გუნდმა 16-ჯერ მოახერხა პლეიოფში თამაში, სადაც 9 დივიზიონის ტიტული, 3 აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონობა და ერთხელ კი NBA ჩემპიონის ტიტულს შეწვდა, როდესაც 2006 წელს დალას მევერიქსი 4-2 დაამარცხეს სერიებში. 2010 წლის ფორბსის მონაცემებით, გუნდის ღირებულება 425 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ასევე გუნდი 2012 წლის NBA ფინალში ოკლაჰომა-სიტი თანდერს შეხვდა და სერია 4-1 მოიგო. ლიგის მოქმედი ჩემპიონი მაიამი ჰიტია, ისტორიაში მე-2 ტიტულით.