სოფელი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
მაგრანეთი[2][3] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ნაქალაქარის თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 30 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
მაგრანეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნაქალაქარი |
კოორდინატები | 41°56′18″ ჩ. გ. 44°59′40″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1100 მ |
მოსახლეობა | 224[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 224 ადამიანი.
ისტორიული ძეგლებიდან საყურადღებოა:
1963-1969 წლებში სოფლის ტერიტორიაზე გათხარეს (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი) სხვადასხვა პერიოდის ძეგლები. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე თრანულის მარჯვენა ნაპირზე, ქუშანაანთ გორაზე, გათხრილია III-IV საუკუნეების სამაროვანი, რომლის უშუალოდ სამხრეთით გამოვლინდა ადრინდელი შუა საუკუნეების ნამოსახლარი. კომპლექსი შედგება მოზრდილი შენობის ნაშთისაგან. შემორჩენილია საძირკველი, რომელიც ნაგებია რიყის ქვის ერთი ან ორპირი წყობით. მათზე ამოყვანილი ყოფილა ალიზის კედლები, გადახურული ღარიანი კრამიტით. არქეოლოგიური მასალის (განსაკუთრებით სასანურ-ბიზანტური მონეტების) მიხედვით ნაგებობა VII საუკუნის II ნახევარში დანგრეულა. ნამოსახლარის სამხრეთით შემორჩენილია ძველი გზის ნაშთი. მის სამხრეთით გათხარეს (ბ. ჯორბენაძე) ადრინდელი შუა საუკუნეების სამაროვანი. გამოვლინდა V-VIII საუკუნეების 7 ორმოსამარხი და ქვის სამარხი. მათში იპოვეს ბრინჯაოსა და რკინისღეროიანი საკინძები, ბრინჯაოს მშვილდსაკინძი, ვერცხლისა და ბრინჯაოს ბეჭდები, რკინის სამაჯური და სხვა ნივთები.
ჭიჩსულების უბანში გამოვლენილია ადრინდელი შუა საუკუნეების (VI-VIII სს.) ნამოსახლარი.
საცხვრეგორის სამაროვანზე გათხრილია (ბ. ჯორბენაძე) V-VIII საუკუნეების 4 ქვის სამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის საკინძები, ბრინჯაოს საყურეები და მშვილდსაკინძი, სარდიონის საბეჭდავი და სხვა. ამავე გორის დასავლეთ ფერდობზე შესწავლილია XI-XIII საუკუნეების სამარხები, რომლებშიც იყო მინის, ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები და ბრინჯაოს 3 ბეჭედი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.