![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/df/Sm_lucy_stone_3d02055r.jpg/640px-Sm_lucy_stone_3d02055r.jpg&w=640&q=50)
ლუსი სტოუნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუსი სტოუნი (დ. 13 აგვისტო, 1818 — გ. 18 ოქტომბერი, 1893) — ცნობილი ამერიკელი ორატორი, აბოლიციონისტი, სუფრაჟისტი, ასევე ადვოკატი და ორგანირაზოტი ქალთა უფლებების ხელშეწყობისთვის.[1] 1847 წელს სტოუნი გახდა პირველი ქალი მასაჩუსეტსიდან, რომელმაც მიიღო კოლეჯის ხარისხი. იმ დროს, როცა ქალთა გამოსვლებს ეწინააღმდეგებოდნენ და შლიდნენ, სტოუნმა გამოთქვა მოსაზრებები ქალთა უფლებებსა და მონობის გაუქმებაზე. სტოუნი ცნობილი იყო იმით, რომ ქორწინების შემდეგ იყენებდა ქალიშვილობის გვარს, რადგან წესი იყო, რომ ქალებს უნდა მიეღოთ ქმრების გვარი.
ლუსი სტოუნი | |
---|---|
![]() ლუსი სტოუნის დაგეროტიპი, დაახლოებით 1840-1860 | |
დაბადების თარიღი |
13 აგვისტო, 1818 დასავლეთ ბრუკფილდი, მასაჩუსეტსი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
18 ოქტომბერი, 1893 (75 წლის ასაკში) ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
განათლება | ხელოვნების ფაკულტეტი |
ალმა-მატერი | ობერლინის კოლეჯი |
ცნობილია როგორც |
აბოლიციონისტი სუფრაჟისტი ქალთა უფლებების აქტივისტი |
მეუღლე(ები) | ჰენრი ბრაუნ ბლექველი (1825–1909) |
შვილ(ებ)ი | ალისა სტოუნ ბლექველი (1857–1950) |
სტოუნის ორგანიზაციული საქმიანობა ქალთა უფლებებისთვის XIX საუკუნის რთულს პოლიტიკურ გარემოში ხელსაყრელი მიღწევებით გამოირჩეოდა. სტოუნმა ხელი შეუწყო პირველი ეროვნული ქალთა უფლებების კონვენციის დაფუძნებას ვორსესტერში, მასაჩუსეტსი[2] , ასევე მტკიცედ უჭერდა მას მხარს ყოველწლიურად, როგორც მთელ რიგ ადგილობივ, სახელმწიფო და რეგიონალურ კონვენციებს. სტოუნი სიტყვით გამოვიდა საკანონმდებლო ორგანოებთან და მოითხოვა აემაღლებინათ ქალთა უფლებების შესახებ კანონები. მან ხელი შეუწყო ქალთა ეროვნული ლოიალური ლიგის ჩამოყალიბებას, რათა დახმარებოდა მეცამეტე შესწორების შეტანასა და ამით მონობის გაუქმებას, შედეგად იგი დაეხმარა ამერიკულ ქალთა სუფრაჟისტულ ასოციაციას (AWSA). სწორედ ამ ასოციაციამ დაუჭირა მხარი ქალთა საარჩევნო უფლებების კონსტიტუციონალურ ჩასწორებას, რითაც გაიმარჯვეს და დაამტკიცეს, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ადგილობრივ დონეზე ქალთა საარჩევნო უფლებები.
სტონი ბევრს წერდა ქალთა უფლებების ფართო სპექტრზე, აქვეყნებდა მას და ავრცელებდა, როგორც საკუთარი, ისე სხვების გამოსვლების საშუალებით, ასევე აწარმოებდა კონვენციურ ნაშრომებს. ხანგრძლივ და გავლენიან[3] ქალთა ჟურნალში, რომელიც მან დააარსა და გაავრცელა, ყოველკვირეულ გამოცემაში სტოუნი აქვეყნებდა საკუთარ და სხვების შეხედულებებს ქალთა უფლებების შესახებ. ქალთა უფლებების მოძრაობა სახელწოდებით „ორატორი“,[4] „დილის ვარსკვლავი“[5] და „გული და სული“[6], სტოუნმა გავლენა მოახდინა სუსან ბ. ენტონიზე, რათა ისიც ჩართულიყო ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვების საკითხში.[7] ელისაბედ კედი სტენტონა დაწერა, რომ „ლუსი სტოუნი იყო პირველი ადამიანი, ვის გამოც ამერიკელი ხალხის გული ღრმად შეშფოთდა ქალთა საკითხებზე.“[8] ენტონი, სტენტონი და სტოუნი ერთად იწოდებოდნენ XIX საუკუნის ქალთა საარჩევნო უფლებებისა და ფემინიზმის „ტრიუმვირატად“.[9][10]