ელისაბედ კედი სტენტონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელისაბედ კედი სტენტონი (დ. 12 ნოემბერი, 1815 — გ. 26 ოქტომბერი, 1902) — ამერიკელი აქტივისტი, აბოლოციონისტი და ფემინისტი. ქალთა უფლებების აქტიური დამცველი. მისი გრძნობების დეკლარაცია, რომელიც წარმოადგინა სენეკა-ფოლზიში მიმდინარე ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილ პირველ ყრილობაზე, ეფუძნებოდა „დამოუკიდებლობის დეკლარაციას“ და შეიცავდა ქალთა უფლებების დარღვევის 18 პუნქტს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/da/Elizabeth_Stanton.jpg/200px-Elizabeth_Stanton.jpg)