![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3d/Karta_Lulealven_position.gif/640px-Karta_Lulealven_position.gif&w=640&q=50)
ლულეელვენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლულეელვენი (შვედ. Luleälven) — შვედეთის ერთ-ერთი უმთავრესი მდინარე. სათავეს იღებს ჩრდილოეთ შვედეთში და მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთით, 460 კმ სიგრძეზე, სადაც ქალაქ ლულეოსთან ერწყმის ბოტნიის ყურეს. ნორბოტენის რეგიონში სიგრძით მეორეა კალიქსეელვენის შემდეგ, მაგრამ პირველია წყლის საშუალო ხარჯით.
ლულეელვენი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
სიგრძე | 460 კმ |
აუზის ფართობი | 25 240,5 კმ² |
![]() |
აუზის ფართობია 25 240,5 კმ², საიდანაც 24 545,6 კმ² შვედეთის ტერიტორიაზეა, 694,9 კმ² კი ნორვეგიის.[1][2]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1c/Harspranget.jpg/640px-Harspranget.jpg)
მდინარე ჰიდროენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა, მასზე აშენებულია უმნიშვნელოვანესი ჰიდროელექტროსადგურები. ინტენსიურად გამოიყენებოდა ხე-ტყის ტრანსპორტირებისთვის, მაგრამ ეს პროცესი 1980-იანი წლების დასაწყისში შეჩერდა.
XIX-XX საუკუნეების განმავლობაში, მდინარეზე გადიოდა დამცავი ხაზი ჯერ რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის შემოჭრებისგან დასაცავად. თითქმის მთელს სიგრძეზე შემორჩენილია ფართო საფორტიფიკაციო ნაგებობები, რომლებიც ბოდენის ციხესიმაგრით მთავრდება ქალაქ ბოდენთან. ამ სიმაგრეებისა და ბუნკერების უმრავლესობის გამოყენება დღეს აღარ ხდება.